ფსტა (ფისტა — Pistacia) დარგვა — გამრავლება

15997 Views Comment Off

ფსტა — (ლათ. Pistacia, რუს. фисташка, მესხური-ფისტიღი, ჭანური – ჶისტიკი, სულხან-საბა–ორბელიანი – ფისტა, რაფიელ ერისთავი – ფუსტუღი.)

ზოგადი ინფორმაცია

ფსტა ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული კაკლოვანი მცენარეა. ფსტას სამშობლოს ითვლება — ირანი. რამდენიმე ათასი წლის განმავლობაში ფისტა აქტიურად ვრცელდებოდა და იზრდებოდა ვრცელ ტერიტორიაზე ავღანეთიდან — სირიამდე, დასავლეთ აზიაში, კავკასიაში (მათ შორის საქართველოში).

რომის იმპერიის ზეობის ხანაში, ფსტა სირიიდან შეიტანეს იტალიაში და საბერძნეთში.

აშშ-ში, ფსტას კულტივირება კომერციული თვალსაზრისით დაიწყეს 19-ე საუკუნუ ბოლოს (1890 წ.) კალიფორნიაში. ამჟამად აშშ, ამ ძვირადღირებული პროდუქტის წარმოებით მხოლოდ ირანს ჩამორჩება.

დღეს ფსტას სამრეწველო მიზნით აწარმოებენ: ირანი, აშშ, თურქეთი, სირია, ჩინეთი, საბერძნეთი, ავღანეთი, იტალია და სხვა.

სპეციფიკური მონაცემები

  • ფსტა — 5-7 (იშვიათად 10) მეტრის, ორსახლიანი მცენარეა, ბუნებრივი გავრცელების ადგილებში მეტი რაოდენობით გხვდება მამრობითი მცენარეები;
  • ფსტა სინათლის მოყვარული, ყინვა (-250C) და გვალვაგამძლე მცენარეა (500C);
  • სამრეწველო დანიშნულებით კულტივირება ხდება ძირითადად 600 – 1900 მ. სიმაღლეზე ზღვის დონიდან;
  • აქტიურ ტემპერატურათა ჯამი საშუალოდ 3000-35000C;
  • ნიადაგის საუკეთესო მჟავიანობა  рН= 7,0 — 7,8.
  • საუკეთესოა ნიადაგის ეროზიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, პირველივე წელს მცენარის ფესვთა სისტემის განვითარებამ შეიძლება 1.2-1.5 მეტრს მიაღწიოს.

ფისტა

გამრავლების შესახებ

ფსტას ძირითადად ამრავლებენ თესლით და მყნობით (საძირედ იყენებენ საკმლის (კევის) ხის ნერგებს.

თესვისთვის იყენებენ 1 ჰექტარზე 65-75 კგ. 1000 ცალი — 1კგ-ს ანგარიშით.

ახალ თესლს ალბობენ ზრდის სტიმულატორში, ან წყალში ორი დღის განმავლობაში და თესავენ ქვიშიან ნიადაგში, გადააფარებენ ცელოფანს. შემდეგ როდესაც ამოიზრდება 2-2.5 სმ-ზე, გადააქვთ სანერგეში-15 სმ მცენარეთა შორის, 90 სმ — რიგთა შორის. ორი თვის შემდეგ ნერგები მიაღწევენ 10-15 სმ-ს.

საოჯახო პირობებში ძნელია ნერგის გამოყვანა, ამასთან ძალიან რთულია მდედრობითი და მამრობითი მცენარეების გარჩევა. ჩვენი აზრით უკეთესია თქვენთვის სანდო სანერგეში შეიძინოთ უკვე ჩამოყალიბებული ნერგები და ასე გააშენოთ ფსტას ბაღი.

1 მამრობითი მცენარე 8-10 მდედრობითი მცენარის დამტვერიანებისთვის არის საკმარისი.

დარგვისას მცენარეთა შორის მანძილი სასუალოდ 4-5 მეტრია.

ყვავილობა: მარტის ბოლო-აპრილის დასაწყისი;
ნაყოფის სიმწიფე: აგვისტო-სექტემბერი.

პერსპექტიულია აღმოსავლეთ საქართველოს მშრალ ადგილებში.

ფისტაშკა

მოსავალი

პირველი კაკლები, ჯიშის მიხედვით 7-10 წლის ასაკში გამოაქვს ფსტას, სრულ მოსავლიანობას დაახლოებით 20 წლის ასაკში აღწევს. მოსავლიანობა ძირზე საშუალოდ 25-35 კგ-ს შეადგენს.

ფსტა მოსავალს 300 წლის განმავლობაში იძლევა, თუმცა არის მცენარეები, რომლებიც 500 წლის ასაკშიც იძლევიან მოსავალს.

ავტორი: აგროკავკასია

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
რატომ მოჰყავთ ფერმერებს საზამთრო სიმაღლეზე
3232 Views

საზამთროს „ხეები“ ეს არც დეკორაცია და არც ზღაპარი, არამედ ისრაელის ფერმერებში საზამთროს მოყვანის გავრცელებეული პრაქტიკაა. საზამთროს ვერტიკალური

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ალუბალი — სასარგებლო და სამკურნალო თვისებები
175 Views

ალუბალი (ლათ. Prunus cerasus) – ფართოდ გავრცელებული მცენარეა. მისი ნაყოფი შეიცავს 17,5% შაქრებს 08-2,7% ორგანულ მჟავებს, 0,2% მთრიმლავ ნივთიერებებს, ვიტამინებს: A, B, C, PP.

სრულად
აგროკავკასია FB