ინდოელმა ინჟინერმა 91 ტბა აღადგინა

ინდოეთი, ტბის, აღდგენა

ინდოელმა ინჟინერმა ძველი მეთოდებით აღადგინა ქალაქის ტბის სისტემა.

მშენებლობებმა და დაბალმა ნალექიანობამ წყლის კრიზისი გამოიწვია ინდოეთის ქალაქ ბენგალურუში, რომელსაც ზოგჯერ ქვეყნის სილიკონის ველს უწოდებენ.

ქალაქს ოდესღაც „ტბების ქალაქს“ ეძახდნენ, მაგრამ ეს ტბები ძირითადად შრებოდა, ზოგი კი მთლიანად გაქრობის საფრთხის წინაშე იდგა, წერს SEEDS.

ასე იყო ერთი კაცის ჩარევამდე, ინჟინერ ანანდ მალიგავადს ტბის აღდგენის სპეციალური ცოდნა არ ჰქონდა, მაგრამ გადაწყვიტა, ერთი შეხედვით შეუძლებელი – ტბაში წყლის დაბრუნება აეღო საკუთარ თავზე.

მალიგავადის დამქირავებელმა 100 000 დოლარი გამოუყო კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში. ეს თანხები მან გამოიყენა კიალასანაჰალის ტბის ფსკერის გაღრმავებისთვის, ამოიღო ფეკალიები და ნაგავი, გაასუფთავა არხები და რამდენიმე კუნძულიც კი ააშენა, რათა გადამფრენმა ფრინველებმა შეეძლონ მათზე დასვენება.

მუსონური წვიმების სეზონიდან ექვსი თვის შემდეგ ტბა სუფთა წყლით აივსო.

მალიგავადმა ტბის აღდგენა თავის მთავარ საქმიანობად აქცია. ინდუსებისთვის ის ახლა ეროვნული გმირი და ამ თემის წამყვანი ექსპერტია. ბოლო 8 წლის განმავლობაში მან გააცოცხლა 35 ტბა ბენგალურუში, 7 აიადიაში, 9 ლუკნოუში და 40 ოდიშაში, სულ 91 ტბა.

წყარო: seeds.org.ua

თქვენი რეკლამა