კარტოფილის ჯიშებისა და სიპ (CIP) ის კლონების შესწავლა და სელექცია საქართველოში (2018 წელი).
შესავალი
კარტოფილის კულტურაზე მრავალი დაწერილა და ასევე ინტენსიურად მიმდინარეობდა მისი კვლევა და შეწავლა, მაგრამ 90 იანებში დაწყებულმა სტაგნაციამ სოფლის მეურნეობის მეცნიერულ განვითარებაში, რომელიც თითქიმ 25 წელი გაგრძელდა თავისი დაღი დაასვა არა მარტო კარტოფილის კვლევებს, არამედ საერთოდ სოფლის მეურნეობის განვითარებას.
2014 წ.-ს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის (srca.gov.ge) შექმნის შემდგომ დაიწყო და დღესაც გრძელდება სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგების კვლევების აღორძინება/განვითარება, მათ შორის ბოსტნეული და ბაღჩეული მრავალი კულტურისა.
ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების კვლევის სამსახურის ბაზაზე, სადაც კარტოფილს ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ადგილი უკავაია, მიმდინარეობს კარტოფილის კვლევა/შესწავლა რაც მოიაზრებს მაღალმოსავლიანი, დაავადებების და მავნებლების მიმართ მდგრად, გარემო პირობებისადმი ადაპტირებულ, როგორც შემოტანილი ისე ადგილობრივი ჯიშების შერჩევას, სელექციასა და მათ პირველად მეთესლეობას.
სელექციისა და გენოფონდის გამდიდრების თვალწაზრისით 2018 წ. -ს სოფლის მეურნეობის კვლევით ცენტრის სიპ ის (CIP, International Potato Center) მიერ გადაცემულ იქნა 76 კლონი შემდგომი შესწავლა კვლევისათვის. გარდა სიპ ის კლონებისა 2018 წ.-ს პარალელურად მიმდინარეობდა ადგილობრივი და ფრანგული ჯიშების შესწალა.
არსებული სტატია სწორედ რომ აღნიშნული კლონების/ჯიშების 2018 წლის (პირველი წლის) კვლევის შედეგებს წარმოადგენს.
კვლევის მიზანია: კარტოფილის მაღალმოსავლიანი, დაავადებების და მავნებლების მიმართ მდგრადი, გარემო პირობებისადმი ადაპტირებული ჯიშების შერჩევა და მათი პირველადი მეთესლეობა;
რეგიონალური ჯიშთა შერჩევის ნაკვეთებში შერჩეული საუკეთესო ფორმების ზონალობის მიხედვით მათი დარეგისტრირება და პოპულარიზაცია.
ექსპერიმენტული მიგნებები:
სიპ ის კლონების კვლევა / შესწავლა
წილკანში 2018 წ-ის მარტში სელექციურ სანერგეში დაირგა 76 სიპის კლონი დაუსრულებელი ბლოკების ალფა-ლატის სქემით (alfa-lattice design ორ განმეორებაში. თითოეულ განმეორებაში 13 ბლოკი, თითოეულ ბლოკში 6 დანაყოფი. დანაყოფის ფართობი 20კვ.მ. თითოეულ დანაყოფში 100 მცენარე.
ერთი განმეორების ფართობი 1520 კვ.მ. მთლიანი ფართობი შეადგენდა 3 040კვ.
76 სიპის კლონიდან გამორჩეული იქნა საუკეთესო მაჩვენებლების მქონე (მაღალმოსავლიანი, დაავადების მიმართ რეზისტენტული) 10 კლონი, რომლებზეც შემდგომში რეგიონებში გაგრძელდა მათი გამოცდა და კვლევები.
ცხრილი #1 წილკანში 76 სიპ ის კლონებიდან გამორჩეული 10 საუკეთესო კლონის მოსავლიანობა (კგ.)
შემოტანილი და ადგილობრივი ჯიშების კვლევა
გარდა სიპ ის კლონების შესწავლისა, ასევე ხორციელდებოდა სხვადასვა შემოტანილი და ადგილობრივი ჯიშების კვლევაც. ასე მაგალითად:
ლენტეხში: აპრილში საკონკურსო ჯიშთა გამოცდაში კარტოფილი დაირგა რენდომიზებული დასრულებული ბლოკების (RCBD) ერთფაქტორიანი სქემით ოთხ განმეორებაში. თითოეული განმეორების ფართობია 450 კვ.მ, თითოეულ განმეორებაში 6 დანაყოფი. დანაყოფის ფართობი 75კვ.მ. დარგული იყო კარტოფილის, როგორც ადგილობრივი, ასევე ინტროდუცირებული ჯიშები (5 ჯიში)-ჯავახეთური, მესხური წითელი, მარფონა, აგრია, მესხური. კვების არე 75X 25. სულ ფართობი 1800 კვ.მ.
ცხილი #2 ლენტეხში 6 ჯიშიდან, მოსავლიანობით (კგ.) საუკეთესო მაჩვენებლების მქონე ჯიშების ურთიერთ კორელაცია
ადიგენში: აპრილში საკონკურსო ჯიშთა გამოცდაში კარტოფილი დაირგა რენდომიზებული დასრულებული ბლოკების (RCBD) ერთფაქტორიანი სქემით ოთხ განმეორებაში. თითოეული განმეორების ფართობია 500 კვ.მ, თითოეულ განმეორებაში 7 დანაყოფი. დანაყოფის ფართობი 70კვ.მ. დარგული იყო კარტოფილის, როგორც ადგილობრივი, ასევე ინტროდუცირებული ჯიშები (7 ჯიში)-ჯავახეთური, მესხური წითელი, მარფონა, აგრია, მესხური. კვების არე 75X 25. სულ ფართობი 2000 კვ.მ.
ცხრილი #3 ადიგენში 7 ჯიშიდან მოსავლიანობით (კგ.) საუკეთესო მაჩვენებლების მქონე ჯიშების ურთიერთ კორელაცია
შპს “აგროარტის“ მიერ მოწოდებული იქნა 7 ფრანგული ჯიში. კარტოფილის ჯიშები გამოიცადა სამ მუნიციპალიტეტში: მცხეთა (წილკანი), ყაზბეგი (სიონი) და ახალციხე (ვალე).
ცხრილი #4 ში წარმოდგენილია ფრანგული ჯიშების მიღებული შედეგები
დასკვნები: 2018 წ. ს
როგორც კვლევებმა დაგვანახა პირველ წელს სიპ ის კლონებიდან გამოირჩნენ მაღალმოსავლიანი, დაავადებებისა და მავნებლების მიმართ მდგრადი, გარემო პირობებისადმი ადაპტირებული რამდენიმე კლონი. ცხრილ #1 ში წარმოდგენილია სიპ ის 10 საუკეთსო გამორჩეული კლონი; ცხრილი #2 სა და #3 ში წარმოდგენილია ადგილობრივი და შემოტნილი ჯიშების შედარება, ხოლო ცხრილი #4 წარმოაჩენს ფრანგული ჯიშების მოსავლიანობას.
ს/მ დოქტორი გიორგი ბადრიშვილი;
დალი წიკლაური.