კოჭას (ჯანჯაფილი) სათბურში მოყვანა შეიძლება მომგებიანი ბიზნესი იყოს ფერმერებისათვის, ამბობს ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი ალექსანდრე გონჩაროვი.
პროდუქციის ასორტიმენტი – აქილევსის ქუსლია მესათბურეებისთვის. დახურულ გრუნტში მოყვანილი პომიდორი, კიტრი, წიწაკა, სალათის ფოთოლი, მწვანილი და სხვა კულტურები, ხშირად ხარისხითა და ფასით კონკურენციას ვერ უწევენ იმპორტირებულ პროდუქციას. შესაბამისად, მეწარმეებმა დაიწყეს ახალი კულტურების ძებნა. ამის შესახებ ინტერნეტ – პორტალი seeds.org.ua იტყობინება.
ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი ალექსანდრე გონჩაროვი გვირჩევს ყურადღება მივაქციოთ კოჭას (ჯანჯაფილის), რომელიც კანადაში და აშშ-შიც კი სათბურის ნიშა-კულტურად ითვლება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ კულტურის სათბურში მოყვანის ტექნოლოგია მხოლოდ განვითარების საწყის ეტაპზეა და ამერიკელი ფერმერები გამოცდილებას და ცოდნის ახლაც იღენენ.
ამასთან, ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ფერმერები ძალიან სწრაფად დაეუფლებიან კოჭას (ჯანჯაფილი) სათბურში მოყვანის ტექნოლოგიურ უნარებს, რადგან კულტურებისთვის მნიშვნელოვანია არა იმდენად გეოგრაფიული წერტილი, არანედ წყლის, სითბოს და კვების სწორი შეხამება და სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა.
ალექსანდრე გონჩაროვის აზრით ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანია კარგი სათესლე მასალის პოვნა. არ უნდა გამოვიყენოთ სათესლე მასალისთვის ჯანჯაფილი, რომელიც მაღაზიებში იყიდება, რადგან ის ხშირ შემთხვევაში დამუშავებულია ქლორით.
რა თქმა უნდა მარკეტინგული საკითხები უფრო რთულია, უნდა გაითვალისწინოთ ბაზარზე პოზიციონირებისა და შესვლის საკუთარი შესაძლებლობები. ადრეულ წლებში შეერთებულ შტატებში ზოგიერთმა ფერმერი ნულოვან ზღვარსაც კი ვერ მიაღწია.
ექსპერტის აზრით უფრო მომგებიანია ამ კულტურის გაშენება მარტივ სათბურებში (ცელოფნით, გათბობის სისტემის გარეშე) და კიდევ უკეთესი, ღია გრუნტში მოყვანა და სათბურის გამოყენება სარგავი მასალის მისაღებად.
სანამ ამერიკელები სწავლობენ, ეს უკვე მომგებიანი ბიზნესია იტალიასა და ჩინეთში.
იხილეთ: ზოგადი ინფორმაცია მათთვის ვინც სათბურის აწყობას გეგმავს