ინდოეთის ჩაის საბჭომ გამოაცხადა ჩაის პლანტაციებში 20 სხვადასხვა სახის პესტიციდის გამოყენების აკრძალვის შესახებ.
სააგენტო The Telegraph India-ში გამოქვეყნდა პუბლიკაცია იმის შესახებ, რომ ინდური ჩაის ინდუსტრიაში დიდი ცვლილება მოხდა: კერძოდ, ინდოეთის ჩაის საბჭოს ლიცენზირების კონტროლერმა რაჯანიგანდა სილ ნასკარმა 21 დეკემბერს გამოსცა ბრძანება, რომელშიც ნათქვამია, რომ ინდოეთის უსაფრთხოებისა და სტანდარტების ორგანოს (FSSAI) რეკომენდაციების შესაბამისად 20 პესტიციდზე აკრძალვა დაწესდა.
„ინდოეთის სურსათის უვნებლობისა და სტანდარტების ორგანოს შეხვედრებზე, სადაც ვაჭრობისა და მრეწველობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, აღინიშნა, რომ ჩაიში აკრძალული ქიმიკატებისა და პესტიციდების არსებული რაოდენობა შემაშფოთებელია. სწორედ ამიტომ საბჭომ გადაწყვიტა გარკვეული პესტიციდების გამოყენების აკრძალვა“, – განუცხადა The Telegraph India-ს წყარომ.
აკრძალულ პესტიციდებს მიეკუთვნება: ალდრინი, დიელდრინი, კაპტაფოლი, სიმაზინი და სხვა.
„ამ 20 პესტიციდზე ეტიკეტზე ჩაი არ არის მითითებული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ ქიმიკატებს არ აქვთ რაიმე ინფორმაციული ეტიკეტირება, რათა მომხმარებლებს აცნობონ, ვარგისია თუ არა ისინი ჩაის მცენარისთვის“, განუმარტა წყარომ სააგენტოს.
ბრძანებაში ასევე ნათქვამია, რომ ამიერიდან ჩაიში შავ სიაში შეტანილი რომელიმე პესტიციდის არსებობას, ჩაის კავშირის დირექტორთა საბჭო უაღრესად სერიოზულად მოეკიდება და მათ გამოყენებაზე მწარმოებელი შესაძლოა პასუხისგებაში მისცენ.
გადაწყვეტილებამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია ჩაის ინდუსტრიაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩაის მცირე მწარმოებლები მიესალმნენ ამ ნაბიჯს, ჩაის პლანტაციების ზოგიერთმა მფლობელმა გამოთქვა მოსაზრება, რომ პესტიციდების გამოყენების შეწყვეტამ შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს ჩაის წარმოებაზე.