სათბურები, სპეციალისტის რჩევა

სათბურების გაკეთება ვისაც სურს, უნდა გააცნობიეროს შემდეგი რამ:

  1. სათბურის შერჩევა.
  2. სათბურის სწორად განლაგება.
  3. სათბურში კონკრეტული მცენარეული კულტურის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიურ პროცესში სათბურის მეპატრონე თვითონ უნდა იყოს გარკვეული ან სპეციალისტის რეკომენდაციით უნდა ხელმძღვანელობდეს.

სათბურის შერჩევა

სათბურის შერჩევის დროს უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ სათბურის კონსტრუქცია უნდა იყოს გალვანური დაფარვით ე.ი. ქარხნული წარმოების, რადაგან კუსტარულად რკინის  კონსტრუქციებისაგან დამზადებული სათბურიც თითქმის იგივე ჯდება,  რაც ქარხნული წარმოების სათბური, მაგარმ ქარხნული წარმოების სათბურის ექსპლუატაცი- ის ვადა ბევრად მეტია, ვიდრე კუსტარულად დამზადებული სათბურისა, ამის მიზეზი ისაა, რომ კუსტარულად დამზადებული კონსტრუქციას ღებავენ საღებავით, მაგრამ ის მაინც მალე იჟანგება, კოროზიას განიცდის და კარგავს სიმტკიცეს.

სათბურის შერჩვის დროს, აგრეთვე უნდა გამოვკვეთოთ მეორე მთავარი პრობლემა, რომელსაც საქართველოში ნაკლებად აქცევენ ყურადღებას. სათბური უნდა იყოს აუცილებლად ენერგოეფექტური ანუ ენერგოდამზოგავი. როგორია ენერგოეფექტური სათბურები? ენერგოეფექტური სათბურები არაენერგოეფექტური ქარხნული წარმოების სათბურებისაგან იმით განსხვავდება, რომ ენერგოეფექტურ სათბურებს 40 დან-80% მდე ნაკლები გასათბობი საშუალება სჭირდებათ, ვიდრე არაენერგოეფექტურ ქარხნული წარმოების სათბურებს.  ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან ზამთრის  განმავლობაში მცენარეული პროდუქციის მისაღებად სათბურის ხარჯებს შორის 50%-ზე მეტი გათბობაზე იხარჯება.

არაენერგოეფექტური ქარხნული წარმოების სათბურების აშენების შემთხვევაში,  სათბურის გასათბობად მაღალი ხარჯის გამო თქვენი წარმოება არარენტაბელური იქნება და ზარალითაც შეიძლება დამთავრდეს წარმოების პროცესი.   საქართველოში განლაგებული ქარხნული წარმოების  სასათბურე ტექნოლოგიების ძირითადი ნაწილი არაენერგოეფექტურია და ამიტომაც საქართველოში ზამთრის სეზონზე ბოსტნეული კულტურების პროდუქციის იმპორტის წილი მაინც მნიშვნელოვანია.

ენერგოეფექტური სათბურებიდან ცნობილია: ორმაგი სათბურები, პოლიკარბონატის სათბურები, მიწისქვეშა სათბურები და აგურის მყარკედლიანი სათბურები.

სათბურიპომიდვრის მოსავალი ენერგოეფექტურ სათბურებში სურ. 1

საქართველოში ხშირად პროცესი ასე მიმდინარეობს, ფერმერი ან აგრობიზნესით დაინტერესებული პიროვნება ინტერნეტის საშუალებით პოულობს სათბურის მწარმოებელ კომპანიას, ან მათ წარმომადგენელს, ან საერთოდ სათბურის  მშენებელ ორგანიზაციას ან ფიზიკურ პირს და უკვეთავს დარგის სპეციალისტთან კონსულტაციის გარეშე სასათბურე ტექნოლოგიას და აქ შესაძლებელია დაუშვას მრავალი შეცდომა. პირველი მთავარი შეცდომა შეიძლება  იყოს ის, რომ შეარჩიოს არაენერგოეფექტური სათბური. აგრეთვე არასწორად შერჩეული კონკრეტული სათბური შესაძლებელია არ იყოს რეკომენდებული კონკრეტული მცენარეული კულტურის მოვლა-მოყვანისათვის ან კონკრეტული რეგიონისათვის.

სათბურიპომიდვრის მოსავალი ენერგოეფექტურ სათბურებში სურ. 2

სათბურში ჰაერის გასანიავებელი ფარდები ან ფანჯრები შესაძლებელია არასწორად იყოს განლაგებული, სასათბურე ფირები შესაძლებელია არასწორად იყოს შერჩეული, სათბურის კონსტრუქციის დიამეტრი, სისქე, დაშორება საყრდენ კონსტრუქციებს შორის, კონსტრუქციის მეტალის ხარისხი, სასათბურე ფირის ტიპი, სისქე და სხვა მრავალი ნიუანსი. ამიტომ პირველ რიგში დარგის სპეციალისტთან დაწვრილებითი კონსულტაციების და რეკომენდაციების შემდეგ უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული თუ როგორი სათბური უნდა გააკეთოთ.

სათბურიპომიდვრის მოსავალი ენერგოეფექტურ სათბურებში სურ. 3

სათბურის სწორად განლაგება

საქართველოში ამ კუთხითაც გვხდება დარღვევები. სათბურები ზოგჯერ არასწორად არიან განლაგებული. განლაგების დროს აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ მცენარეებს ქონდეს სინათლის მიღების მაქსიმალური საშუალება  და განიავების ოპტიმალური პირობები. სათბურები გაბატონებული ქარის   მიმართ ყოველთვის ზურგით უნდა იდგნენ. საოფისე ოთახები, საწყობები, გათბობის წერტილები და სხვა მყარი ნაგებობები პირველ რიგში ქარის მხარეს უნდა იყოს განლაგებული რათა ქარისაგან სათბურის დაცვის ფუნქცია შეასრულონ.

სათბური

სათბურში კონკრეტული მცენარეული კულტურის მოვლამოყვანის ტექნოლოგიურ პროცესში სათბურის მეპატრონე  თვითონ უნდა იყოს გარკვეული ან სპეციალისტის რეკომენდაციით უნდა იხელმძღვანელოს

სათბურში კონკრეტული მცენარეული კულტურის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიურ პროცესში აუცილებელია გავითვალისწინოთ მცენარეული კულტურის მოვლა- მოყვანის ბრუნვები, ამ ბრუნვებისათვის შესაბამისი ჯიშის ან ჰიბრიდის შერჩვა, მცენარეებზე პესტიციდების გამოყენების თანმიმდევრობა რეგლამენტის დაცვით, მცენარეთა ფესვიდან და ფოთლოვანი გამოკვების თანმიმდევრობა  ნიადაგის ანალიაზის შედეგებიდან გამომდინარე, ტემპერატურული და ტენიანობის რეჟიმის დაცვა და სხვა. ეს ისეთი საკითხებია, რომ აქაც აუცილებელია სპეციალისტის ჩართვა და მათგან რეკომენდაციების მიღება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი უკვე მრავალი წელია კონსულტაციებს უწევს ფერმერებს და აგრობიზნესით დაინტერესებულ, როგორც ფიზიკურ აგრეთვე იურიდიულ პირებს და შუძლიათ მოგვმართონ და მიღონ კვალიფიციური რჩევები.

იხილეთ აგრეთვე: მარტივი და ენერგოეფექტური სათბურები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის უფროსი სპეციალისტი: ფრიდონ სანაია.

მობ: 577 38 72 47;
599 63 49 20;

ელ ფოსტა: pridon.sanaia@srca.gov.ge

*რედაქციას არ აქვს კავშირი, აგრომარკეტში გამოქვეყნებულ განცხადებებთან. დამატებითი კითხვებისთვის ისარგებლეთ მიცემული საკონტაქტო ინფორმაციით.

თქვენი რეკლამა