სუპერმარკეტების ქსელ კარფურის (Carrefour) ფრანგმა მფლობელებმა გაყიდეს თავიანთი ბიზნესი სომხეთში.
სუპერმარკეტების ქსელ კარფურის ფრანგმა მფლობელებმა გადაწყვიტეს დაეტოვებინათ სომხეთი და გაყიდეს თავიანთი ბიზნესი ქვეყანაში, წერს Hraparak თავის წყაროებზე დაყრდნობით.
გაზეთის ცნობით, მყიდველი ყოფილი პარლამენტის წევრი, ლუდსახარში კილიკიას მფლობელი აკოფ აკოფიანია. თავად აკოფიანმა უარყო ეს ინფორმაცია და განუმარტა გაზეთს, რომ მყიდველი მოსკოვში მცხოვრები სომეხი ბიზნესმენია.
კარფურის პირველი სუპერმარკეტი ერევანში, ერევან მოლის სავაჭრო ცენტრის შენობაში, 2015 წლის მარტში გაიხსნა.
წყარო: armeniatoday.news