აღმოსავლურ (სუბტროპიკული) ხურმის სამშობლოდ ჩრდილოეთ ჩინეთი ითვლება. ჩინეთიდან სუბტროპიკული ხურმა შეტანილია იაპონიაში, იაპონიიდან ხურმის კულტურა გავრცელდა სხვა ქვეყნებში.
საქართველოში ის 1888-89 წლებში იტალიიდან შემოიტანეს.
სუბტროპიკული ხურმის ბაღების უმეტესი ნაწილი გაშენებულია აჭარისა და აფხაზეთის რაიონებში, აგრეთვე გურიის , სამეგრელოს, იმერეთის და აღმოსავლეთ საქართველოს თბილ რეგიონებში.
საქართველოსათვის პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს მხოლოდ სამ სახეობას: ვირგინიის ხურმას, კავკასიურ ხურმას და აღმოსავლურ ხურმას.
პირველ ორს იყენებენ საძირედ, მესამეს კი როგორც ხეხილს.
დაკლიკეთ ფოტოზე (ყდაზე) და წაიკითხეთ