ძიძო – მრავალწლოვანი პარკოსანი ბალახი

ძიძო, საკვები, პარკოსანი

ძიძო (Melilotus) მრავალწლოვანი პარკოსანი ბალახია და საკვებ ნივთიერებათა თითქმის ისეთივე შემადგენლობით ხასიათდება, როგორც სხვა პარკოსანი ბალახები, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ჭამადობის მიხედვით ის მცირედ ჩამოუვარდება სხვა ბალახებს, რადგან შეიცავს ძლიერ სუნიან არომატულ ნივთიერებას კუმარინს, რომელსაც პირუტყვი პირველად ერიდება, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ ის ეჩვევა და ნორმალურად ჭამს.

ძიძო მოჰყავთ თივის მისაღებად, მწვანე საკვებად და სასილოსედ. იგი განსაკუთრებით გამოირჩევა სხვა პარკოსანი ბალახებისაგან გვალვაგამძლეობით და ყინვაგამძლეობით. ადვილად ეგუება მლაშობებს და დამაკმაყოფილებელ მოსავალს იძლევა ისეთ მიწებზეც, სადაც სხვა პარკოსნები არ ხარობს.

ძიძოს ფართოდ იყენებენ მიწების მელიორაციისათვის, ფერდობებისა და ქვიშა მიწების გამაგრებისათვის. ძიძო არ გვარობს მხოლოდ მჟავე რეაქციის ნიადაგებზე.

ძიძო, საკვები, პარკოსანი

ბოტანიკურ მორფოლოგიური თავისებურებანი

ძიძოს მრავალი სახეობიდან სამეურნეო მნიშვნელობა აქვს მხოლოდ ორ სახეობას: თეთრ ძიძოს (Melilotus albus) და ყვითელ ძიძოს (Melilotus officinalis). პირუტყვის საკვებად გამოიყენება თეთრი ძიძო, ყვითელი დიდი რაოდენობით შეიცავს კუმარინს, ამიტომ ის მოჰყავთ როგორც სამკურნალო მცენარე.

ძიძო ორწლოვანი მცენარეა მაგრამ არის მისი ერთწლოვანი ფორმებიც. ძიძო პირველ წელს სიმაღლით 50-70 სმ-ს აღწევს და ყვავილობს კიდეც. მეორე წელს ის 1,5-2 მ-მდე იზრდება და ორჯერ ითიბება. პირველი გათიბვის შემდეგ მიღებული წამონაზარდიდან შესაძლებელია თესლის მიღებაც. მეორე წელს შემოდგომაზე ძიძო წყვეტს სიცოცხლეს.

ძიძოს ფესვთა სისტემა მთავარღერძიანია, ნიადაგში ჩადის 1,5-2 მ სიღრმეზე. ღერო სწორმდგომია, დატოტვილი, უხეში, ფოთოლი რთული სამნაკვთიანი, კიდეები ძლიერ დაკბილული. ყვავილი – წვრილი, თეთრი ან ყვითელი გვირგვინის ფურცლებით, რომლებიც მოგრძო მტევნებად არიან შეკრებილი ყვავილედებზე. ნაყოფი – პარკი, რომელიც რამდენიმე თესლს შეიცავს.

ძიძო, საკვები, პარკოსანი

აგროტექნიკა

ძიძო ვერ იტანს დაჩრდილვას, ამიტომ სჯობია მისი თესვა უსაფაროდ, თესლბრუნვიდან ცალკე გამოყოფილ მინდორზე. მისი წვრილი თესლის გამო საჭიროა ნიადაგის გულმოდგინედ დამუშავება. თესლი საკმაოდ მაგარია და გაღივების დასაჩქარებლად მიმართავენ სკარიფიკაციას- თესლის დაკაწვრას.

თესვა წარმოებს ადრე გაზაფხულზე. ჰექტარზე საჭიროა 15-20 კგ თესლი. ჩათესვის სიღრმე 2-3 სმ. ძიძოს მოსავალს იღებენ თივად ან სასილოსედ ყვავილობის დაწყებამდე. თესლს იღებენ მეორე წლის სარგებლობის ნათესებიდან, უმთავრესად მეორე გათიბვის დროს.

მომწიფებული თესლი ადვილად ცვივა, ამიტომ მისი მოსავლის აღებას მიმართავენ მაშინ, როდესაც პარკების ერთი მესამედი გამუქდება. მისი თესლის გაღივება იწყება 2-30 სითბოს პირობებში, ხოლო ნათესის ნორმალური აღმოცენებისათვის საჭიროა 50 სითბო.

ძიძო, საკვები, პარკოსანი

სოფლის მეურნეობის საფუძვლები

კრედო ბანკი