ფუტკრის პროდუქტები – ანათალი და მისი სამკურნალო თვისებები

ანათალი, ფუტკრის, პროდუქტები

რა არის ანათალი

ფიჭა შედგება უჯრედებისაგან, რომლებშიც ფუტკრები ასხავენ თაფლს და ზემოდან ბეჭდავენ ცვილის თხელი ფენით.

ფიჭებიდან თაფლის გამოსაწურად, საჭიროა მათი უჯრედების გახსნა, ანუ თხელი ფენის ათლა. ამ პროცესის შედეგად გროვდება ანათალი.

ანათალი მნიშვნელოვნად განსხვავდება ცვილისაგან. ფიჭების გადაბეჭდვისას, ცვილთან ერთად ფუტკრები იყენებენ სანერწყვე ჯირკვლების სეკრეტს და დინდგელს. ათლისას, ანათალში ხვდება თაფლიც და ყვავილის მტვერიც. ყოველივე ეს განაპირობებს ანათალის განსაკუთრებულ თვისებებს.

ანათალი – ფუტკრის ყველა პროდუქტის ერთობლიობაა. იგი საოცარი, ბიოლოგიურად აქტიური პროდუქტების ბუნებრივი კონგლომერატია. ერთად მიღებული ფუტკრის პროდუქტები ააქტიურებენ ერთმანეთს და ზრდიან სამკურნალო ეფექტს.

ანათალის სამკურნალო თვისებები

კვლევებით დამტკიცებულია ანათალის მაღალი ეფექტურობა ბაქტერიული და ვირუსული დაავადებების მკურნალობისას. ცალკეულად აღებული ფუტკრის პროდუქტები ხშირად იწვწვენ ალერგიულ რეაქციებს, რაც არ ახასიათებს ანათალს.

ანტიბიოტიკების ხანგრძლივად გამოყენებისას, დაავადების გამომწვევები ადაპტირებენ მათ მიმართ და ანტიბიოტიკის გამოყენება აზრს კარგავს.

ანათალის სამკურნალოდ გამოყენებისას, ეს საშიშროება არ არსებობს. გამოჯანმრთელების პროცესი, როგორც წესი გართულებების გარეშე მიმდინარეობს და დაავადება არ გადადის ქრონიკულ ფორმაში. სურდოს დროს 15 წუთის განმავლობაში ანათალის ღეჭვის მერე, 3-4 საათში მდგომარეობა გარჩევით გაუმჯობესებულია.

ჰაიმორიტის დროს რეკომენდირებულია 4-6 საათის განმავლობაში, საათში ერთხელ 15-წუთიანი ანათლის ღეჭვა. ხშირად ერთ დღეში უკეთესობაა. ეფექტის შესანარჩუნებლად, სასურველია მკურნალობა გარძელდეს ერთი კვირა – დღეში ერთხელ, 15 წუთი.

ბრონქული ასთმის, ალერგიული სურდოს დროს მიზანშეწონილია ერთხელ დღეშიანათალის ღეჭვა. სიმპტომების ძლიერი გამოხატულებისას, პირველი ორი დღე პროცედურა უნდა მეორდებოდეს 5-ჯერ, ხოლო შემდგომ დღეში 3-ჯარ, გაუმჯობესებამდე. ანათალით მკურნალობენ სტომატიტს, გინგივიტს, პაროდონტოზს, ანგინას.

წყარო: bee.ge

*გამოიყენეთ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით

იხილეთ აგრეთვე: ყვავილის მტვერი – შემადგენლობა, მოპოვება, შენახვა, გამოყენება 

თქვენი რეკლამა