ხეხილის მრავალწლიანი ნარგავების გადამყნობა – ვიდეორჩევა

გადამყნობა, მყნობა, ხეხილი

მყნობა გამოიყენება შემდეგი მიზნებისთვის

1. ისეთი კლონების შენარჩუნებისათვის, რომელთა გამრავლება ვეგეტაციური გამრავლების სხვა წესით ძნელია ან სასარგებლო არ არის;

2. საძირის დადებითი თვისებების გამოსაყენებლად. ზოგიერთ შემთხვევაში ჯიში შეიძლება ადვილად გამრავლდეს კალმით, მაგრამ უპირატესობა ეძლევა მის მყნობას ისეთ საძირეზე, რომლის ფესვთა სისტემასაც ახასიათებს სასურველი თვისებები. მაგალითად, ცუდ ნიადაგურ პირობებთან შეგუება, ავადმყოფობისა და მავნებლების წინაამღდეგ გამძლეობა, სასურველი ზრდის სიძლიერე და სხვა

3. შუალედური სიძლიერის დადებითი თვისებების გამოსაყენებლად;

4. ჯიშის შესაცვლელად დიდ მცენარეებში ეს შეიძლება დაგვჭირდეს მაშინ, როდესაც ბაღი გაშენებულია ძველი ჯიშებით, რომლებზეც მოთხოვნილება აღარ არის, ან არაპროდუქტიული ჯიშებით;

5. შერჩეული ნათესრების მსხმოიარობის დასაჩქარებლად. ნათესარებმა შეიძლება მსხმოიარობა დაიწყოს 8-15 წლის შემდეგ. მყნობა კი აჩქარებს მსხმოიარობაში შესვლის დროს.

იხილეთ აგრეთვე: კვირტით და კალმით მყნობა – მყნობის წესები

თქვენი რეკლამა