„ვარდისფერ ჭოპორტულაზე” სელექციური მუშაობა 1993 წელს დაიწყო. ბუნებრივი ჰიბრიდიზაციით, გამორჩევით მაღალი ტემპერატურისა და მშრალი კლიმატის პირობებში ვარდისფერი და წითელი პამიდვრის ნათესიდან გამოირჩა ჯიში „ვარდისფერი ჭოპორტულა” ალექსანდრე სარალიძის საკარმიდამო ნაკვეთში. ელიტური მასალა გამოვლინდა 1996 წელს. საკონკურსო […]
შაქრის ჭარხლის თესვის ვადა დამოკიდებულია კლიმატურ და ნიადაგურ პირობებზე, ნაკვეთის ადგილმდებარეობაზე, ირიგაციის არსებობაზე. შაქრის ჭარხალს ურწყავ ნაკვეთზე თესავენ ადრე გაზაფხულზე (მარტის მეორე ნახევარი – აპრილის დასაწყისი), რადგან გაღივებისათვის საკმარისია 4-5°C, ხოლო აღმოცენებისათვის 6-7 გრადუსი ტემპერატურა. […]
არტიშოკი ხმელთაშუა ზღვისპირეთში გავრცელებული ბოსტნეულია. არსებობს 10 სახეობის არტიშოკი, საკვებად ძირითადად იყენებენ Cynara scolymus–ს. გარეგნულად არტიშოკი დიდ ყვავილს ჰგავს, ხლო მისი შიგთავსი კი სასარგებლო ნივთიერებების და ვიტამინების ნამდვილი საცავია. აღნიშნულ კულტურას გააჩნია საუკეთესო გემური თვისებები […]
ღომი (ლათ. Setaria italica) – ერთწლოვანი, სასურსათო საბურღულე კულტურაა. აქვს სწორი, თითქმის, ცილინდრული ღერო, რომლის სიმაღლე 0,5მ-2,0მ-ს აღწევს. ფესვთა სისტემა ფუნჯაა, ფოთოლი ფართოა ლანცეტური. ყვავილედი საგველა, კუშტად შეკრული, ამიტომ თაველსაც უწოდებენ. მისი სამშობლოა აღმოსავლეთ აზია […]
ხანჭკოლა (ლათ. Lupinus) – მოჰყავთ ძირითადად, როგორც მწვანე სასუქი, რადგანაც ის განსაკუთრებით დიდი რაოდენობით აგროვებს აზოტს და ნიადაგში ტოვებს ორგანულ ნივთიერებებს. ხანჭკოლა ერთ ჰექტარზე (საშუალო მოსავალი 5-6 ტონა მწვანე მასა) 180-200 კგ ორგანულ ნივთიერებებს აგროვებს. […]
ზოგადი ინფორმაცია ბადრიჯანი (ლათ. Solanum melongena) — მრავალწლოვანი სითბოსა (20-30 °C) და ტენის მოყვარული მცენარეა. მისი სამშობლოა აღმოსავლეთი ინდოეთი. ველურად იზრდება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში (ინდოეთი, მიანმარი და სხვა), ტროპიკულ სარტყელში კულტივირებულია მრავალწლოვან მცენარედ. ამიერკავკასიაში, რუსეთსა და […]
თესლბრუნვები მებოსტნეობაში აგრონომიული თვალსაზრისით სწორი თესლბრუნვა – ეს არის ნიადაგის დამუშავების სისტემების მეცნიერული გამოყენება ნათესი ფართობების მხედველობაში მიღებით, კულტურების მორიგეობის სწორად განლაგება და კომპლექსური სწორი ღონისძიებების გატარება, რაც, საბოლოოდ, ნიადაგის ნაყოფიერების გაზრდას უნდა ემსახურებოდეს. დადგენილია, […]