კაპუეტა – ყუათიანი მარცვლოვანი მცენარე

361 Views

კაპუეტა (ლათ. Agropyron) მეჩხერბუჩქოვანი მარცვლოვანი მცენარეა. გამოირჩევა კარგი ღირსებით, ყუათიანობით. შეიცავს 10- 12% პროტეინს. კაპუეტას თივა შეიცავს 53,2 საკვებ ერთეულს.

მონელებადობით იგი შეიძლება შევადარით მდელოს კარგ თივას. მაღალი გვალვაგაძლეობის გამო, კარგად იზრდება სამხრეთ და სტეპის რაიონებში, ასევე ვოლგისპირეთში, ყაზახეთის და ციმბირის მშრალი სტეპის პირობებში, გვალვიან რეგიონებში.

იონჯა-მარცვლოვანთა ნარევში კაპუეტა შეიძლება მნიშვნელოვან კომპონენტად ჩაითვალოს. იონჯასთან ნარევში იგი წარმოქმნის კარგ საბალახე დელტას, წვრილკოშტოვანი მყარი სტრუქტურით.

ნაკლებად გვალვიან რაიონებში იგი მოსავლიანობით შესამჩნევად ჩამორჩება სხვა მრავალწლოვან მარცვლოვნებს.

გვხვდება კაპუეტას 13 სახეობა. მათგან კულტურაში შეტანილია სამი ფართოთავთავიანი ან სავარცხლისებრი, ვიწროთავთავიანი უდაბნოს და ციმბირული კაპუეტა.

ფართოთავთავიან კაპუეტას აქვს საკმაოდ მკვრივი ფხიანი ფართო თავთავი, ვიწროთავთავიანს კი ვიწრო, წაგრძელებულკილიანი, მოკლეფეხიანი თავთავი აქვს. ფოთლები სწორხაზოვანია, ფართო თავთავიანების მწვანეა, ვიწრო თავთავიანების კი მუქი-მწვანე და ლურჯი. დამტვერვიანება – ჯვარედინი, ნაყოფი – კილიანი მარცვალა.

კაპუეტა, საკვები

ბალახთესვაში ყველაზე მეტად გავრცელდა ფართო თავთავიანი კაპუეტა. იგი ველური სახით ბევრგან იზრდება, უმთავრესად კი მშრალი სტეპების ზონაში, სამხრეთ რაიონებში, დას. ციმბირში, კავკასიასა და შუა აზიაში.

ციმბირის ანუ ქვიშნარის კაპუეტა ველური სახით გვხდება დასავლეთ ციმბირის სტეპის და ნახევრად უდაბნოს რაიონებში, ვოლგისპირეთში, ურალში, შუა აზიაში. იზრდება ქვიშიან და ქვიშნარ ნიადაგებზე.

კულტურაში კარგ მოსავალს იძლევა მუქწაბლა და შავმიწა ნიადაგებზე. სხვა სახეობის კულტურებთან შედარებით მომთხოვნია ტენის მიმართ.

გამოირჩევა ყინვაგამძლეობით. კულტურაში შეიძლება გადაწეული იქნეს უფრო ჩრდილოეთისკენ, ვიდრე რომელიმე სხვა კაპუეტა.

უდაბნოს კაპუეტა შედარებით გვალვაგამძლეა და სიმლაშის ამტანი, ვირდე სავარცხლისებრი. თესლბრუნვაში კაპუეტას ათავსებენ მშრალ და სუფთა ანეულებზე ნათესი საშემოდგომო ან საგაზაფხულო კულტურების შემდეგ, რომელთა საფარქვეშ ითესება ბალახნარევები.

კაპუეტა იოჯასთან ერთად შეიძლება იყოს კარგი წინამორბედი მარცვლოვანი კულტურებისთვის, კერძოდ კი ხორბლისათვის.

კაპუეტა, მინდორი

კაპუეტას დასათესად ნიადაგი კარგად უნდა დამუშავდეს. მისი თესვა სჯობს საშემოდგომო კულტურების საფარქვეშ.

ჩათესვის სიღრმეა 1-2 სმ, თესვის ნორმა კი გვალვიან რაიონებში 10-12, ორმაგბალახნარევში 6-8, შავმიწებზე ორმაგბალახნარევში 7-10 კგ ჰექტარზე.

თივად, ყავილობის დაწყებამდე, სრული დათავთავების ფაზაში იღებენ, რადგანაც ყვავილობის შემდეგ მალე უხეშდება.

იონჯა-კაპუეტას ნარევს თიბავენ იონჯას დაკოკრება ყვავილობის დასაწყისში. გათიბვის შემდეგ, ნათესი იფარცხება და შეაქვთ ფოსფორკალიუმიანი სასუქები.

კაპუეტას თესლის მისაღებად, საფარქვეშა ნათესებიდან, გამოჰყოფენ შედარებით ტენიან და ნაყოფიერ ნაკვეთებს, სადაც კაპუეტას სუფთა ნათესებია ან პარკოსან კომპონენტებთან ნარევშია.

თესლს იღებენ მარტივი მანქანებით, ცვილისებრი სიმწიფის დასაწყისში, როცა ბალახი მწვანე მურა ფერს მიიღებს. კაპუეტას თესლის გამოლეწვის შემდეგ, სალეწებზე რჩება ბევრი დაუყოფელი თესლი, რომელბსაც ატარებენ სამყურას ან კაპუეტას სპეციალურ მანქანებში.

სათესლე ნაკვეთებიდან, კომბაინით თესლს ცვილისებრ სიმწიფის ბოლოს ან სრული სიმწიფის დასაწყისში იღებენ, როცა ბალახნარი მურა ყვითელ ფერს მიიღებს.

კაპუეტა, საკვები

ავტორები: ზურაბ ბუკია; ნოდარი ბერიძე; შოთა ლამპარაძე. /მემცენარეობა საკვებწარმოების საფუძვლებით/.

იხილეთ აგრეთვე: სამყურა – საქონლის საუკეთესო საკვები და თაფლოვანი მცენარე

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სტარტაპერი
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგრარული, საქართველო
აგროკავკასია FB