პომიდვრის კვება შეიძლება არამარტო მზა სასუქებით, არამედ ხალხური რეცეპტებით, ნატურალური, ბუნებრივი განოყიერების საშუალებებითაც.
თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ საჭიროა კარგად ვიცოდეთ, რას ვაკეთებთ, რა ნიადაგია, ანგარიში უნდა გავუწიოთ კლიმატს და მცენარის მდგომარეობას.
მცენარის სწორი კვება, სხვა ფაქტორებთან ერთად განაპირობებს, კარგ ყვავილობას, ნაყოფიერებას, ჯამრთელ და ხარისხიან მოსავალს.
როგორც წესი პომიდვრის პირველი გამოკვება ხდება ჩითილის გადარგვიდან ორი-სამი კვირის შემდეგ, ეს ეხება როგორც დახურულ, ისე ღია გრუნტში გამოზრდილ ჩითილებს. მთელი ვეგეტაციის პერიოდში 3-4 ჯერ კვებავენ – საშუალოდ 12-14 დღიანი ინტერვალით.
გთავაზობთ პომიდვრის კვების რამდენიმე საშუალებას
- იოდით გამოკვება
იოდი არამარტო აჩქარებს ნაყოფი მომწიფებას, არამედ ფიტოფტოროზისგან თავის დაცვის (პრევენციის) ერთგვარი საშუალებაცაა.
რეცეპტი: 10 ლიტრ ნადგომ წყალში, აზავებენ 4 წვეთ იოდის ხსნარს (რომელიც ყველა აფთიაქში იყიდება), მიღებული ხსნარი დავუსხავთ მცენარეს 1 ძირზე 2 ლიტრის გათვლით.
- ნაცრით გამოკვება
ფოთლოვანი ხის ნაცარი შეიცავს: 3,5% ფოსფორს, 10% კალიუმს და 30% კალციუმს. ხოლო წიწვოვანი ხის ნაცარი შესაბამისად: 2,5% ფოსფორს, 6% კალიუმს და 35% კალციუმს.
რეცეპტი 1: ნაცრის ხსნარს ასე ამზადებენ, 10 ლიტრ წყალში გახსნიან 1 ჭიქა (150-200 გრ.) ნაცარს მიღებულ სითხეს გავაჩერებთ ერთი კვირა და შემდეგ დავუსხავთ პომიდორს, დაახლოებით 0.5 ლიტრი 1 მცენარეზე.
ნაცარი გამოიყენება მცენარეთა ფესვგარეშე კვებისთვისაც
რეცეპტი 2: ამისთვის იღევენ 300გრ. ნაცარს ხსნიან მას 3 ლიტრი წყალში, ადუღებენ 30 წუთი, შემდეგ აჩერებენ 5 საათი და უმატებენ 50 გრამ სარეცხ (72%) საპონს, მიღებულ სითხეს გაწურავენ და ასხურებენ მცენარეს.
- ქათმის ნაკელით (სკორე) გამოკვება
ქათმის სკორე მცენარეებზე, კომპლექსურ მინერალურ სასუქზე ნაკლებად არ მოქმედებს მასში ბევრია აზოტი და ფოსფორი.
რეცეპტი 1: ძალიან ეფექტური წყალში გახსნილი ახალი სკორეს გამოყენება, ამისთვის 10 ლიტრიან ჭურჭელს 1/3 – ით ავსებენ ქათმის ახალი ნაკელით, შემდეგ ჭურჭელს პირამდე ავსებენ წყლით და აყენებენ 7-10 დღით ჰაერზე. ამის შემდეგ 0.5 ლიტრ მირებულ სითხეს აზავებენ 10 ლიტრი წყლით (არ გამოიყენოთ გაუზავებლად) და კვლებს შორის ასხავენ დაახლოებით 5-6 ლიტრი 1მ2-ზე.
რეცეპტი 2: მშრალი სკორესაც იყენებენ განოყიერებისთვის, 0.5 კგ. მშრალ სკორეს დაასხავენ 10 ლიტრ წყალს, ჭურჭელს კარგად დახურავენ (აზოტი, რომ არ დაიკარგოს), აყენებენ 3-5 დღე. ყოველდღე ურევენ. შემდეგ აზავებენ მიღებულ სითხეს შეფარდებით 1/20 (1წილი სითხე, 20 წილი წყალი) და უსხავენ მცენარეს 1 ძირზე 0.5-1.0 ლიტრის ანგარიშით.
- ჟიჟა
ჟიჟა საქონლის ნაკელისგან მომზადებული მასაა, წილობრივად 1:1 შემადგენლობით.
რეცეპტი : 10კგ. ახალ ნაკელს დავასხამთ 10 ლიტრ წყალს და დღეში ორჯერ ვურევთ, 10-14 დღის მანძილზე. მასა აუცილებლად უნდა იყოს თავდახურული. მიღებულ სითხეს ვაზავებთ წყლით 1/10 პროპორციით (არ გამოიყენოთ გაუზავებლად) და ვიყენებთ 1 მცენარეზე 0.8-1.0 ლიტრის ანგარიშით.
- წუნწუხი
წუნწუხი პირუტყვის შარდია, რომელსაც აგროვებენ ბოსელთან სპეციალურად მომზადებულ ორმოში. საქონლის შარდი ძალიან მდიდარია აზოტით.
რეცეპტი : 1ლ წუნწუხი გააზავეთ 20 ლიტრი წყლით და დაუსხით მცენარეებს 1 ძირზე 1 ლიტრის გათვლით. გახსოვდეთ აზოტის ჭარბი დოზებით მიღების დროს მცენარეს უვითარდება ზედმეტი ვეგეტატიური მასა, რაც ამცირებს მოსავლიანობას.
ეს რა თქმა უნდა არ არის სრული ჩამონათვალი.
უნდა გავითვალსიწინოთ, რომ ჯიშები რომელსაც ვყიდულობთ, ითხოვენ გარკვეულ აგროტექნოლოგიას, შესაბამისად მცენარეთა დაცვის ან განოყიერების სქემას. ამიტომ როდესაც ვიყენებთ ხალხურ საშუალებებს, უნდა ვიცოდეთ რა ნივთირებების ჩანაცვლებას ვახდენთ აღნიშნულ სქემებში და რისი საჭიროება აქვს მცენარეს.
„აგროკავკასია“ გისურვებთ წარმატებებს!
იხილეთ აგრეთვე: პომიდვრის მოვლა-მოყვანა და რამდენიმე ჯიში