კამური შავი წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია, განსაკუთრებული საგემოვნებო თვისებების, ხალისიანი ღვინის დასაყენებლად.
წარმოშობა: გურია
წარსულში კამური შავი საკმაოდ ფართოდ ყოფილა გავრცელებული გურიასა და მის მიმდებარე იმერეთის სოფლებში. გურიაში მას სასუფრე ყურძნად მოიხმარდნენ და განსაკუთრებული გემოვნების ხალისიან ღვინოსაც აყენებდნენ. ჯიში საშუალო ზრდისაა.
ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან განივოვალური ფორმის, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებურადაა შებუსული.
მტევანი საშუალო ან საშუალოზე დიდი ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ან საშუალოზე მსხვილი ზომისაა, ოვალური ან მოგრძო ფორმის, მუქი ლურჯი შეფერილობის, სქელკანიანია. რბილობი მკვრივი, ხორციანი და წვნიანი აქვს.
სავეგეტაციო პერიოდი167 დღეა. მტევნის საშუალო წონა 125 – 180 გრამამდეა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 21 – 24%-ს, მჟავიანობა 5.0 – 6.6 გ/ლ-ს.
წყარო: სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრი.
იხილეთ აგრეთვე: კამური თეთრი (კამურა) – ქართული ვაზის ჯიში