ინდოეთის ხელისუფლებამ მზის ენერგეტიკის ონლაინ სწავლების პროგრამა დაანონსა. პროგრამა მათი განცხადებით, დამწყებებს საშუალებას მისცემს ბაზრის პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ-იტყობინება საინფორმაციო სააგენტო CleanTechniсa.
სულ რაღაც 8,79 დოლარად მსურველს შესაძლებლობა აქვს დარეგისტრირდეს პროგრამაში და შეისწავლოს სხვადასხვა დისციპლინები.
შემოთავაზებულ მიმართულებებს შორის არის:
- ფოტოგალვანური ენერგეტიკული სისტემების საფუძვლები;
- მზის ელექტროსადგურის ტესტირება და ექსპლუატაციაში გაშვება;
- მზის ენერგეტიკული სისტემების პროექტირება;
- მზის ელექტროსადგურის ტექნიკური მომსახურება.
წარმატებულ სტუდენტებს გადაეცემათ სერტიფიკატები, რომელსაც დიდი მნიშვნელობა მიენიჭება სამსახურის დაწყებისას.
2022 წლისთვის, ინდოეთი გეგმავს 175 გიგავატი (1 გიგავატი = 109 ვატი = 1 000 000 000 ვატი) განახლებადი ენერგიის გამომუშავებას, საიდანაც 100 გიგავატი მზის ენერგიაზე მოდის. ზოგიერთი პროგნოზით ეს ქვეყანას 1 მილიონი სამუსაო ადგილის შექმნის შესაძლებლობას მისცემს.
Bloomberg New Energy Finance-ს მონაცემებით, განახლებადი ენერგეტიკა ინდოეთში უფრო სწრაფად ვითარდება ვიდრე ნახშირის, მისმა წლიურმა ზრდის ტემპმა ჰიდროენერგეტიკის გარეშე 2013-2016 წლებში 15% შეადგინა.