პომიდვრის უკანონო მოშენებისთვის ფერმერს პატიმრობა მიესაჯა

პომიდორი, ჯიში

დაცული ჯიშის პომიდვრის უკანონო მოშენებისთვის, მცენარეულ მასალებზე ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევის გამო ფერმერს პატიმრობა მიესაჯა.

კატანიას სააპელაციო სასამართლომ პომიდვრის დაცული ჯიშის უკანონო მოშენებისთვის დაადასტურა განაჩენი მწარმოებლისთვის – 15 000 ევროს ოდენობის ჯარიმა და ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი ეფუძნება სისხლის სამართლის კოდექსის 517-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ დანაშაულს, რომელიც ეხება „სამრეწველო საკუთრების უფლების დამრღვევი პროდუქციის დამზადებას და რეალიზაციას“, კონკრეტულად სათემო მცენარეთა სელექციონერის უფლების დარღვევას.

ამის შესახებ FreshPlaza იუწყება.

ფინანსური პოლიციის (Guardia di Finanza-ს (GdF)) წარმომადგენლების მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ გამოავლინა უკანონოდ გამრავლებული პომიდვრის ნარგავები ოთხ სხვადასხვა სათბურში. ოფიციალური იტალიური ლაბორატორიის CREA-ს მიერ ჩატარებულმა გენეტიკურმა ტესტმა დაადასტურა მათი გენეტიკური შესაბამისობა დაცულ ჯიშთან.

მოპასუხემ ვერ წარმოადგინა პომიდვრის მცენარეების ლეგალური წარმომავლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რის გამოც რაგუზას სასამართლომ იგი გაასამართლა.

მცენარეულ მასალებზე ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს (AIB) დირექტორმა იგნასიო ჯაკიმ კმაყოფილება გამოთქვა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი ეტაპია მემცენარეთა უფლებების დასაცავად სისხლის სამართლის პროცესში.

თქვენი რეკლამა