ყაბაყის მოვლა-მოყვანა ღია გრუნტის პირობებში

ყაბაყი, მოვლა, მოყვანა, მებოსტნეობა

ამ პუბლიკაციაში ჩვენ ვისაუბრებთ ყაბაყის შესახებ, თუ როდის დავთესოთ და როგორ მოვიყვანოთ იგი ღია გრუნტში.

ყაბაყი ისევე როგორც ჩაიოტი სტუმარია შორეული მექსიკიდან. თავიდან ევროპაში ამ ბოსტნეულის მხოლოდ თესლს მოიხმარდნენ, შემდეგ იტალიელებმა ნაყოფიც სცადეს და კმაყოფილები დარჩნენ.

დღეს კი, ყაბაყის ყველაზე უჩვეულო კერძი, ალბათ, მისი ფარშირებული ყვავილებია, რომლებიც განსაკუთრებით პოპულარულია პროვანსის მკვიდრთა შორის.

ნაყოფი ძირითადად გვხვდება მწვანე, ყვითელი და თეთრი შეფერილობის.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ბოსტნეული რთული მოსაყვანი არ არის, მაინც არსებობს რამდენიმე მახასიათებელი, რომელთა გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია, თუ გსურთ მიიღოთ მდიდარი მოსავალი.

ყაბაყი, მოვლა, მოყვანა, მებოსტნეობა

ყაბაყის ჩითილების გამოზრდა

ჩითილების გასაზრდელად, შეგიძლიათ შეიძინოთ ნიადაგის ნარევი მაღაზიაში ან შეურიოთ ნახერხის 1 წილი, ნიაგადის ზედა ფენა 2 წილი, კომპოსტის 2 წილი და ტორფის 6 წილი. ზოგი მეურნე თესლის თესვისთვის მხოლოდ ქვიშისა და ტორფის ნაზავს იყენებს 1: 1 თანაფარდობით.

მნიშვნელოვანია, რომ ქოთნები თესლით მოათავსოთ მზიან ადგილზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩითილები შეიძლება სუსტი გაიზარდოს. სასურველია ტემპერატურის 18-25 °С-მდე შენარჩუნება. დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, პირველი ყლორტები გამოვა და 25-30 დღის შემდეგ შესაძლებელია ღია გრუნტში გადარგვა.

ღია გრუნტში ყაბაყი უმჯობესია ნიადაგით გადაირგოს, რადგან ამ მცენარის ფესვებს არ მოსწონთ ზედმეტი შეწუხება. სწორედ ამიტომ, ბევრი მებოსტნე ჩითილის გამოზრდისთვის ტორფნეშომპალიან ქოთნებს იყენებს.

არსებობს ადრეული, საშუალო და საგვიანო მომწიფების ჯიშები და ჰიბრიდები. ისე, რომ თუ გსურთ თქვენს სუფრაზე შემოდგომამდე სულ იყოს ყაბაყი, დარგვისთვის შეგიძლიათ რამდენიმე სახეობა  აირჩიოთ, ან მცენარის ერთი ჯიში დათესოთ ყოველ 10 დღეში.

წინამორბედები

არ უნდა დარგეს გოგრისებთა ოჯახის სხვა მცენარეების გვერდით და ასევე არ არის რეკომენდებული მათი დარგვა ერთ ადგილზე ზედიზედ რამდენიმე წლის განმავლობაში. კარტოფილის, ჭარხლის, კომბოსტოს, სტაფილოს და ხახვის შემდეგ ყაბაყი ძალიან კარგად გრძნობს თავს.

ყაბაყი, მოვლა, მოყვანა, მებოსტნეობა

ჩითილების გადარგვა

აღმოსავლეთ საქართველოში ნიადაგი უნდა მოიხნას შემოდგომაზე, დასავლეთ საქართველოში შესაძლებელია გვიან შემოდგომაზე ან ადრე გაზაფხულზე. მოხვნის სიღრმე 25-35 სმ.

ჩითილების გადარგვა ხდება აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში 20-30 დღის ასაკში, ამ დროს ჩითილები 12-15 სმ სიმაღლის არიან. მცენარეთა გადარგვა ხდება ტენიან ნიადაგში, მწკრივად დარგვისას მწკრივებს შორის მანძილი დამოკიდებულია ჯიშზე 0,70 მ. 1მ. 1,5მ. მცენარეებს შორის 0.70 მ.

ღია გრუნტში თესვა

ყაბაყის შეიძლება პირდაპირ ღია გრუნტში დაითესოს, ამგვარი თესვა შესაძლებელია დავიწყოთ მაშინ, როდესაც საშუალო დღე-ღამური ტემპერატურა 13-15°C-ს მიაღწევს.

თესავენ 2-3 ცალ თესლს, 3-5 სმ-ის სიღრმეზე ტენიან ნიადაგებში, ხოლო ფხვიერ და მშრალ ნიადაგებში კი 6-8 სმ. ამოსვლის შემდეგ ტოვებენ ერთს ყველაზე უკეთესად განვითარებულს.

აღმოცენებიდან 8-10 დღეში, როდესაც პირველი ფოთოლი გამოჩნდება, ნიადაგს მწკრივთაშორის 12-15 სმ სიღრმეზე აფხვიერებენ.

ყაბაყი, მოვლა, მოყვანა, მებოსტნეობა

მცენარეთა მორწყვა

მცენარეები საშუალოდ 10 დღეში ერთხელ ირწყვება (კლიმატური პირობების მიხედვით), ზოგიერთი მეურნე გვირჩევს მოსავლის აღებამდე 7-10 დღით ადრე შევწყვიტოთ მორწყვა, მათი აზრით ამ შემთხვევაში მოსავალი უფრო დაცული იქნება დალპობისგან.

თუ უხვად რწყავთ სათბურის პირობებში, ნუ დაივიწყებთ ვენტილაციის შესახებ, რადგან მცენარეს ძალიან არ მოსწონს მომატებული ტენიანობა (70% -ზე მეტი). ასევე სასურველია ტემპერატურა დღის განმავლობაში 24-26 °C და ღამით 15 °C-ზე შეინარჩუნება.

მცენარეთა კვება

კვება შესაძლებელია როგორც მაღაზიაში შეძენილი მზა სასუქებით, ასევე ხალხური საშუალებებით.

ყაბაყისთვის საჭირო ელემენტების უზრუნველსაყოფად, შეგიძლიათ გამოიყენოთ: 5 გრ სუპერფოსფატი და 2 გრ შარდოვანა გახსენით 1 ლ წყალში. პირველი კვება ხორციელდება აღმოცენებიდან ათი დღის შემდეგ, მეორე – პირველი კვებიდან ერთი კვირის შემდეგ.

ყაბაყი დადებითად რეაგირებს ხის ნაცარზე, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ნერგების გადანერგვისას (თითოეულ ბუდნაში დაახლოებით 1 სუფრის კოვზი), ასევე გაფხვიერებისას (1 ჭიქა ნაცარი 1 კვადრატულ მეტრზე). თუმცა ნაცრის გამოყენება არ არის რეკომენდირებული ტუტე რეაქციის ნიადაგებში.

ყაბაყი, მოვლა, მოყვანა, მებოსტნეობა

მოსავალი

ყაბაყის საშუალო მოსავლიანობა კარგი მოვლის პირობებში 7-8 კგ-ია 1მ2-ზე. თუმცა არის უფრო უხვმოსავლიანი ჯიშები და ჰიბრიდები.

თქვენი რეკლამა