დრისკოლის სამაცივრე საწყობი მზის პანელებზე იწყებს მუშაობას

დრისკოლი, სამაცივრე, მზის, ბატარეები

დრისკოლი 1870 წლიდან, კალიფორნიაში კენკრის ბაღების გაშენებას იწყებს და დღეისთვის, ამ მიმართულებით, მსოფლიოს წამყვანი მოთამაშე, ინოვატორი და უზარმაზარი ბაღების მფლობელი ხდება.

კომპანია მართავს ფერმერთა გაერთიანებებს, აქვს ორგანული მიმართულების ბაღები, მსოფლიოს მასშატიბთ რეალიზაციას უწევს როგორც ცოცხალ კენკრას, ისე გადამუშავებულს, გაყინულსა და გამომშრალს. ამ ყველაფრის ეფექტიანად და ნაკლები დანახარჯებით შესრულებისთვის კი ცდილობს განვითარდეს ტექნოლოგიურად და ინოვაციებს მხარი აუბას.

ამის თვალსაჩინო მაგალითია კალიფორნიაში, სანტა მარიაში მზის პანელების პროექტი, რომლის ფარგლებში, 1,44 ჰა ფართობის სამაცივრე საწყობზე 3.384 მზის პანელი დამონტაჟდა, რომელმაც წელიწადში დაახლოებით 1.4 მილიონი კილოვატ/საათი ენერგია უნდა გამოიმუშაოს.

დამატებით, დრისკოლმა დაამონტაჟა შემნახველი ბატარეის სისტემა, რომელიც 700 კილოვატ/საათ ენერგიას იტევს. ერთად, ორივე სისტემა კომპანიას საშუალებას აძლევს, მოხმარებადი ელექტროენერგიის 92% ჩაანაცვლოს.

კომპანიის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ალტერნატიული ენერგიის წყარო გამოიყენოს, ამიტომ სანტა მარიას მზის პანელები ერთ-ერთია იმათგან, რომელსაც ჩრდილოეთ ამერიკაში თავის გაგრილების სისტემებში ნერგავს.

„სანტა მარიას მზის პანელები იმ პროექტების დასაწყისია, რომელთაც კომპანია განახლებადი ენერგიის ინვესტირებაში გეგმავს.“ ამბობს დრისკოლის აღმასრულებელი დირექტორი და თავმჯდომარე, მაილს რეიტერი. „სანტა მარიას პროექტს, როგორც ადგილობრივების, ჩვენი თანამშრომლების წინაშე ვალდებულებას, მომავლისთვის ჩადებულ ინვესტიციას და დღევანდელი საჭიროებების სწორი გზით გადაჭრას აღვიქვამთ.“

როგორც საზოგადოებაზე დაფუძნებული ბიზნესი, დრისკოლი ვალდებულებად აცხადებს, ბიზნესი გარემოსთან ჰარმონიაში გაზარდოს და განავითაროს მიმართულებები, რომლებზეც ეს იდეაა დამოკიდებული. ეს გამოწვევა დრისკოლს ავალდებულებს, საქმიანობის გარემოზე უარყოფითი ზეგავლენა შეაფასოს, მათ შორის, ენერგეტიკულ ქსელზე. კენკროვანი ხილი  ერთ-ერთი პირველია, რომელიც განსაკუთრებით საჭიროებს ცივი გაგრილების სისტემას ნაკვეთებიდან დახლებამდე, რათა ბაზრის შესაბამის პროდუქტად მოგვეწოდოს. რაც უფრო მძლავრია გარილების სისტემა უმჯობესია შენახული პროდუქტის ხარისხი, ეს კი დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას მოითხოვს. დრისკოლის გადაწყვეტილება, სანტა მარიას გაგრილების სისტემის მზის პანელებზე გადაყვანა, 50 წლიანი ინვესტირებაა, რომელიც პირდაპირ და ირიბად აისახება ადგილობრივ გარემოზე, საზოგადოებაზე, თანამშრომლებსა და ფერმერებზე.

რა არის მზის ენერგია და როგორ მუშაობს იგი?

მზის ენერგია არის მზის სხივების გარდაქმნა ელექტროენერგიად უშუალოდ ფოტოელექტრონების (PV) გამოყენებით, არაპირდაპირი გზით მზის კონცენტრირებული ენერგიის გამოყენებით ან კომბინაციით. კონცენტრირებული მზის ენერგიის სისტემები იყენებენ ლინზებს ან სარკეებს და მზის პანელების მონიტორინგის (tracking) სისტემებს, რათა მზის სხივის დიდი ფართობი ფოკუსირდეს პატარა სხივში.

როდესაც ფოტონები მზის ენერგიის ელემენტს ეჯახებიან, ისინი ელექტრონიდან ამოაგდებენ ატომს. თუ გამტარები მიმაგრებულია უჯრედის დადებით და უარყოფით მხარეებზე, იქმნება ელექტრული წრე. როდესაც ელექტრონები მიედინებიან ასეთ წრეში, წარმოქმნიან ელექტროენერგიას. მაშ ასე, მეტი მზის პანელის განთავსება მეტი ელექტროენერგიის გამომუშავებას ნიშნავს.

წყარო: freshplaza.com

თქვენი რეკლამა