მაყვლის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი კახეთის რეგიონში

2062 Views

საქართველოში კენკროვანი კულტურები უძველესი დროიდან გვხვდება, თუმცა ეს იყო ველურად გავრცელებული კენკროვნები და მათი ენდემური სახეობებიც კი არსებობს. თუმცა, მსოფლიოში დიდი ხანია დაიწყო კენკროვნების გაკულტივირება, ანუ ფერმერულ მეურნეობებში მოყვანა.

მცირე ფერმერული მეურნეობებისათვის ერთ-ერთი გამოსავალია შედარებით მაღალი ღირებულების მქონე კულტურების წარმოება, რომლებიც, ამავდროულად, მოთხოვნადია შიდა და გარე ბაზრებზე.

სწორედ ასეთ ახალ მიმართულებად არის მიჩნეული კენკროვანი კულტურები (ძირითადად, მარწყვი, ჟოლო, მაყვალი და მოცვი), რომელთა გაშენებაც საქართველოში ბოლო წლებში დაიწყო და საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს.

ყველაზე გავრცელებული კენკროვანი კულტურები საქართველოში არის მარწყვი, ჟოლო, მოცვი და მაყვალი. მარწყვისა და მოცვისგან გასხვავებით, ჟოლო და მაყვალი არ საჭიროებს მჟავე ნიადაგებს. ამდენად, კახეთის რეგიონის უმეტეს ნაწილში ჟოლოსა და მაყვალის წარმოებისათვის ნიადაგურ-კლიმატური პირობები საუკეთესოა.

სწორედ ეს იყო ძირითადი არგუმენტი, რატომაც შეირჩა მაყვლის კულტურა, რომ მასზე ჩა- ტარებულიყო ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი კახეთში.

დაკლიკეთ დოკუმენტზე (ფოტოზე) და წაიკითხეთ

მაყვალი, კვლევა

In : PDF

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრო აგრეგატები
სამაცივრე აგრეგატები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
მცენარეთა დაცვა
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB