მარწყვის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია

მარწყვი, დარგვა, კენკრა, აგროწესები

კენკროვან კულტურათა შორის მარწყვი მსოფლიოში ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული კენკროვანი კულტურაა.

მისი გემრიელი და არომატული ნაყოფი გამოირჩევა ჯანმრთელობისათვის სასარგებლო და სამკურნალო თვისებებით. იგი მდიდარია ვიტამინებით, ორგანული მჟავეებით, ნახშირწყლებითა და მინერალური ნივთიერებებით.

მარწყვის ნაყოფი ანტიოქსიდანტური თვისებებითაც გამოირჩევა. შეიცავს დიდი რაოდენობით ასკორბინის მჟავას (ვიტამინ C), ვიტამინ K-ს, ვიტამინ B6-ს, ფოლის მჟავას, მაგნიუმს და შაქრებს.

გავრცელების არეალი

მსოფლიოში მარწყვი დიდი რაოდენობით მოჰყავთ აშშ-ში, ესპანეთში, თურქეთში, მექსიკაში, ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში, რუსეთში და კავკასიის თითქმის ყველა რესპუბლიკაში.

საქართველოში მისი წლიური წარმოება არ აღემატება 800- 1200 ტონას. იგი მოჰყავთ როგორც ღია ისე დახურულ გრუნტში.

ბიოლოგიური თავისებურებანი

მარწყვი ტენის, სითბოსა და სინათლის მოყვარული მცენარეა. იგი კარგად ვითარდება, როცა ნიადაგში pH-ის მაჩვენებელი 5,8- 6,5 ფარგლებშია. თუმცა იტანს ტუტუსკენ გადახრილ ნიადაგებზე მოყვანას.

იგი კარგად ვითარდება ნოყიერ და მსუბუქ, ფხვიერ ნიადაგზე. მოსავალს იძლევა დარგვიდან პირველსავე წელს, ხოლო მეორე მესამე წელს მისი მოსავალი ჰექტარზე 12-18 ტ/ჰა-ს აღწევს. პროგრესული ტექნოლოიების გამოყენებისას მოსავლიანობა შესაძლებელია 30- 40 ტონამდეც გაიზარდოს.

მარწყვის პლანტაცია კარგ მოსავალს იძლევა 3-4 წლის განმავლობაში, ხოლო შემდეგ საჭიროა ახალი ნერგების ახლად გაშენება. მცენარეს გააჩნია დატოტვილი ფესვთა სისტემა, რომელიც ძირითადად ნიადაგის ზედა ფენაშია განვითარებული. ამიტომ ნერგების დარგვის დროს ფესვის ყელი უნდა იყოს ნიადაგის ზედაპირის პარალელურად. მარწყვი ცუდად იტანს, როგორც ღრმა, ასევე ზედაპირულ დარგვას.

მარწყვის გაშენება დაუშვებელია იმ ადგილებში, სადაც წინა წლებში პომიდორი და კარტოფილი მოჰყავდათ, ვერტიცილიოზის და ფესვის სიდამპლის გაჩენის დიდი ალბათობის გამო.

გავრცელებული ჯიშები

მარწყვის ჯიშები გამოირჩევიან დღის ხანგრძლივობის მიმართ დამოკიდებულების მიხედვით.

მაისს-ივნისში მსხმოიარე ჯიშებია: ელსანატა, კამაროსა, ჩენდლერი, მარმოლადა, კიმბერლი, ჰანეი, კლერი, ფესტივალი, ფორტუნა და სხვა.

ნეიტრალურ- რემონტატული ჯიშებია: ტრიბუტი, ფერნი, ტრისტარი, სისკეიპი, სან-ანდრეასი, ალობიონი და სხვა, რომლებიც უპირატესად შემოდგომაზე მსხმოიარებენ.

მოვლა-მოყვანა

მარწყვის მაღალი და ხარისხიანი მოსავალი, როგორც წესი მხოლოდ მზით კარგად განათე- ბულ ადგილებზე მიიღება, თუმცა გარკვეული მოსავლის მიღება შესაძლებელია ნაწილობრივ დაჩრდილულ პირობებშიც. მხედველობაში მისაღებია ის, რომ ეს მცენარე ვერ იტანს ჩამდგარ წყალს, ამიტომ წყლის სიჭარბისას აუცილებელია შემაღლებული კვლების გაკეთება.

პლანტაციის გაშენებამდე აუცილებელია ნიადაგის აგროქიმიური ანალიზის გაკეთება, რათა განისაზღვროს ნიადაგის სტრუქტურის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების ჩატარების გეგმა და მინერალური კვების შესაბამისი რეჟიმი. დარგვისას ნაკვეთის მომზადება იწყება ნახევარი-ერთი წლით ადრე.

უპირველეს ყოვლისა ნაკვეთი უნდა გათავისუფლდეს წინა წლის მცენარეული ნარჩენებისაგან და ფართობის სარეველებისაგან. ამის შემდეგ ნიადაგს ხნავენ 25-30 სმ-ის სიღრმეზე და ფარცხავენ როტაციული კულტივატორებით. ეს ოპერაცია ისე უნდა ჩავატაროთ, რომ მივიღოთ ერთგვაროვანი, კარგად გაფხვიერე- ბულ ნიადაგი, რომელსაც არ ექნება ქერქი.

კულტივაციის ჩატარებამდე აუცილებელია კომპოსტირებული ორგანული სასუქების შეტანა ჰექტარზე 25-30 ტონის და სახნავ ფენაში მისი ჩაკეთება. თუ პლანტაციას ვაშენებთ დახურულ გრუნტში ამისათვის ღარებში იყრება წინასწარ მომზადებული სუბსტრატი და მთელი ვეგეტაციის პერიოდში მორწყვასთან ერთად მიეწოდება საჭირო რაოდენობის საკვები ელემენტები.

მარწყვის თანამედროვე პლანტაციებში ყველაზე მეტად მიღებულია მარწყვის დარგვა შემაღლებულ ბაზო-კვალზე, ამ ტექნოლოგიის აუცილებელი შემადგენელი ნაწილებია: დამულჩვა პოლიეთილენის სამულჩე მასალით, წვეთოვანი მორწყვის სისტემა და ფერტიგაციის აპარატი, რომელიც მცენარეს უზრუნველყოფს წყლითა საკვები ნივთიერებებით.

აღნიშნული მიდგომა უზრუნველყოფს სარეველებისა და დაავადებების უკეთეს კონტროლს, ასევე საშუალებას იძლევა დავიცვათ მარწყვის ნაყოფი მიწითა და ტალახით დაბინძურებისაგან. ამ დროს მცენარეები ირგვება ერთ ან ორ რიგად ერთშემაღლებულ კვალზე.

კვლის სასურველი ზომებია: სიმაღლე 20-30 სმ, სიგანე 35-50 სმ, კვლების შუაწერტილიდან დაშორება 1,1-1,3 მეტრი, მცენარეების დარგვის რეკომენდირებული სქემაა: ორმწკრივიანი სისტემის შემთხვევაში მცენარეებს შორის მანძილი შეადგენს 25-30 სმ, ხოლო მწკრივებს შორის მანძილი 15-20 სმ. მცენარეების დარგვა ამ დროს ჭადრაკული წესით ხდება. ერთ მწკრივიან რიგში მცენარეებს შორის მანძილი შეადგენს 15-20 სმ-ს საშუალოდ ერთ გრძივ მეტრზე ირგვება 5-7 მცენარე.

მარწყვის მაღალხარისხიანი მოსავლის მისაღებად აუცილებელია პირველი ყვავილის მოცილება და მწვანე ოპერაციების ჩატარება, რაც გამოიხატება გამხმარი და განუვითარებელი ფოთლებისა და სტოლონების მოცილებაში.

სარველების წინაღმდეგ საბრძოლველად მარწყვის პლანტაციაში დაშვებულია სპეციფიკური ჰერბიციდების გამიყენება, რომელსაც კვლებს შორის იყენებენ, როგორიცაა: პანტერა, სტინგერი, ლინტრელი, ფიუზოლადი 200-300 მლ/100 წყალზე დოზით (და სხვა შესაბამისი პრეპარატები).

ასევე ფართოდ მიმართავენ გამარგვლას. სათბურში ჰაერის აბსოლუტური ტენიანობა უნდა იყოს 85-90 % და ტემპერატურა 24-27° C ფარგლებში. რიგებს შორის მანძილი 0,5 მეტრია, ხოლო მცენარეთა შორის 35-40 სმ.

აუცილებელია კვლებში ბუნებრივი მულჩის ან მულჩიფირის გამოყენება. ერთ გრძივ მეტრზე ჭადრაკულად 10-13 მცენარეა განთავსებული. ღია გრუნტისთვის ბოლო დროს ფართოდ გავრცელება ჰპოვა ისეთმა ჯიშმა, როგორიცაა ფორტუნა და ფესტივალი. ეს ჯიშები მოიხმარს მეტ წყალს და ნაკლებ სასუქებს.

მარწყვის პლნტაციაში აუცილებელია დაცული იყოს მორწყვის შესაბამისი რეჟიმი, მარწყვს ზედა- პირული ფესვთა სისტემა აქვს და მისთვის მეტად სასარგებლოა ხშირი და მცირე ულუფებით მორწყვა. ამ მიზნით ყველაზე გამართლებულია წვეთოვანი მორწყვის სისტემის გამოყენება.

როგორც დახურული ისე ღია გრუნტისათვის მარწყვის ნერგები მაქსიმალურ მოსავალს გვაძლევს 3 წლის განმავლობაში, შემდგომ საჭიროა მათი ახალი ნერგებით შეცვლა.

ამისათვის ნერგების გამოყვანა შესაძლებელია მოვახდინოთ ადგილზეც. ამისათვის თითო ბუჩქიდან კარგი ნერგის მიღება შესაძლებელია პირველი, მეორე და მესამე წელს ულვაშებიდან გამოსული კვირტის დაფესვიანებით პლასტმასის ჭიქებში. ამ დროს კვირტის შემდგომი ღერო უნდა წაიწყვიტოს.

თხუნელების და სხვა მღრნელების გარცელება, რომ ავირიდოთ თავიდან რიგებში ალაგ-ალაგ ან გვერდით უნდა დავრგოთ რამოდენიმე ბუჩქი ნარცისი. მათ სუნზე მღრნელები უარყოფითად რეაგირებენ და ახლოს არ ეკარებიან. მავნებელი-დაავადებათა გავრცელების დაცვის მიზნით სეზონის განმავლობაში საჭიროა პლანტაციების 3-4-ჯერ დამუშავება შესაბამისი პრეპარატებით.

მავნებელ-დაავადებანი და მათ წინაამღდეგ ბრძოლა

მარწყვის ნარგავებში გვხვდება ისეთი დაავადებები, როგორიცაა: ფოთლის მურა და შავი სილაქავე, ფესვის შავი სიდამპლე, ფოტოფტორა და ნაცრისფერი სიდამპლე (ბოტრიცისი).

მავნებლებიდან კი საშიშია მარწყვის ცხვირგრძელა. ამ მავნებელ- დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიება მოიცავს დაავადებული და მექანიკურად დაზიანებული ფოთლებისა და ნაწილების მოცილებაში, კონტაქტური და სისტემური პრეპარატების კომბინირებულ შესხურებაში.

მოსავლის აღება

რადგანაც მარწყვის ნაყოფი მწიფდება არათანაბრად, ამიტომ მისი კრეფა ხდება ყოველ მეორე, მესამე დრეს. ნაყოფი სიმწიფეში შედის ყვავილობის დასრულებიდან 25-35 დღის შემდეგ: კრეფა უნდა მოვახდინოთ როცა ნაყოფი მიიღებს დამახასიათებელ ალისფერ შეფერილობას.

მარწყვი იკრიფება დილის საათებში ფრთხილად და ფაქიზად მაკრატლით ყუნწის საფარის ფოთლებთან ერთად სპეციალურ ხის კალათებში.

სიმწიფის პერიოდი ჯიშების მიხედვით განსხვავებულია და როგორც წესი სამი-ოთხი კვირის განმავლობაში გრძელდება. მოკრეფილი ნაყოფი ინახება სპეციალურ ტარაში 3-5°C პირობებში და სამი-ოთხი დღის განმავლობაში ხდება მისი რეალიზება.

აგროსერვის ცენტრი

თქვენი რეკლამა