წარმატებული ფერმერის არჩევანი – ბარაქა

ფერმერი, ბარაქა

დღეს გვინდა, ბარაქას წარმატებულ ფერმერთა ციკლიდან, პირველი და გამორჩეული წევრი გაგაცნოთ. ბარაქას მეგობარი ფერმერი ამბროს მაჭარაშვილი ლაგოდეხიდან, სოფელ აფენიდან გახლავთ, მისი თანამშრომლობის ისტორია კომპანია ბარაქასთან ძალიან საინტერესოა, ჩვენ კი გიამბობთ, თუ როგორ აღმოაჩინა სიახლეებისა და ინოვაციების მაძიებელმა ფერმერმა ბარაქა და რა წარმატება მოუტანა მას აგროკომპანია ბარაქასთან თანამშრომლობამ.

ბატონი ამბროსი 25 წელია რაც სოფლის მეურნეობითაა დაკავებული, კერძოდ სიმინდისა და ხორბლის მოყვანით. თავდაპირველად ფერმერმა ბარაქას სათესლე მასალა მის მეზობელ ნაკვეთში შენიშნა, სადაც მოსავალის აღებისას ლიმაგრეინის(LG) სიმინდის ჯიში მკვეთრად განსხვავდებოდა მის მიერ დათესილი სხვა ჯიშებისგან რაოდენობითა და ხარისხობრივად. კერძოდ სხვაობა ჰექტარზე 3 ტონას სცილდებოდა და სწორედ ამის შემდეგ დაინტერესდა ბატონი ამბროსი ბარაქას გაცნობით, რომელიც აგრარულ ბაზარზე ინოვაციებით, კვალიფიციური და ყურადღებიანი გუნდით იწონებდა თავს. თანამშრომლობის წარმატებით დაწყების შემდგომ ბატონმა ამბროსმა საკუთარ ნაკვეთებში ორი ტიპის ლიმაგრეინის ჰიბრიდი დათესა – 70 ჰექტარზე გრძელვადიანი LG 31.630 ჰიბრიდული სიმინდი, ხოლო 20 ჰექტარ ფართობზე მოკლევადიანი ჯიში LG 31.545.

ფერმერი ამბროს მაჭარაშვილი მუდმივად ზრუნავს საკუთარ მეურნეობაზე, მისი განვითარებისა და ხარისხიანი მოსავლისათვის მცენარეს ვეგეტაციის ყველა ეტაპზე საჭირო ღონისძიებებს, სწორედ ბარაქას გუნდთან ერთად მათი ექსკლუზიური აგროპროდუქციით – სასუქით, სტიმულატორითა და  ჰერბიციდით უძღვება.

ფერმერის ინიციატივით, ლაგოდეხში სოფელ აფენში სადემონსტრაციო ნაკვეთზე დაითესა ბარაქას ჰიბრიდი LG 31.630, რომლის ზრდაც ინტენსიურად და წარმატებით მიმდინარეობს. აღნიშნულ ნაკვეთზე ბარაქა ბატონ ამბროსთან გეგმავს ღია კარის დღეს, სადაც ის ადგილობრივ ფერმერებს გააცნობს სიმინდის ამ საინტერესო ჯიშს, გაუზიარებს საკუთარ გამოცდილებას, უპირატესობებს ბარაქას ჰიბრიდული სიმინდის LG-ის შესახებ და წარმატების გზაზე, რომელსაც ამბროსი მაჭარაშვილი კომპანია ბარაქასთან ერთად გადის.

ბარაქა – გამოცდილება უხვი მოსავლითვის | 0322044449 | WWW.BARAKA.GE

ინფორმაცია მოგვაწოდა კომპანიამ „ბარაქა“.

კრედო ბანკი