რეკომენდაცია-მებოსტნეობა-კიტრის წამლობის სქემა–ღია გრუნტი 1000 მ2 ფართობზე

556 Views Comment Off

პირველი წამლობა ტარდება კიტრის დათესვამდე. წამლობისთვის გამოიყენება პრეპარატი აპრონ იქს ელი. მოცემული წესის მიხედვით: 5 გრ. პრეპარატი იხსნება 10 ლ. წყალში და ხდება ნიადაგის მორწყვა ისე, რომ 1 კვ/მ-ზე დაიხარჯოს 2-4 ლ. ხსნარი.
მეორე წამლობა ტარდება გადარგვიდან 2-3 დღის შემდეგ და ანალოგიურია პირველი წამლობისა.

მესამე წამლობის ჩატარება საჭიროა გადარგვის შემდეგ, როდესაც მცენარე განივითარებს ეშვს (ბწკალს). ამ დროს 150 გრ. რიდომილ გოლდი და 10 გრ. აქტარა იხსნება 50 ლ. წყალში და ხდება შესხურება.

მეოთხე წამლობის ჩატარება საჭიროა მესამე წამლობიდან 7-8 დღის შემდეგ. ამ დროს 50 გრ. კვადრისი და 25 გრ. კარატე ზეონი იხსნება 50 ლ.წყალში და ხდება შესხურება მცენარეებზე.

მეხუთე წამლობა ტარდება მეოთხე წამლობიდან 7-8 დღის შემდეგ და ამ დროს 25 გრ. ტოპაზი და 25 გრ. ბორდოს ნარევი იხსნება 50 ლ. წყალში და ხდება შესხურება მცენარეზე.

მეექვსე წამლობა ტარდება მეხუთე წამლობიდან 7-8 დღის შემდეგ და ამ დროს 200 გრ. ფუნგიკინგი იხსნება 50 ლ. წალში და ხდება შესხურება მცენარეზე.

მეშვიდე წამლობა ტარდება მეექვსე წამლობიდან 7-8 დღის შემდეგ. ამ დროს საჭიროა 250 გრ. ოქსიქლორი და 15 გრ. სკორი გაიხსნას 50 ლ. წყალში და მოხდეს შესხურება.

მახრას საწინააღმდეგოდ: 20 გრ. დურსბანი + 5 კგ. ქატო + 200 გრ. ზეთი. მოცემული მასის მობნევა ხდება დაახლოებით 100 კვ/მ-ზე.

სარეველებთან ბრძოლა: 10 დღით ადრე გადარგვამდე ხდება რუმბოს შესხურება. 200 გრ. რუმბო იხსნება 50 ლ. წყალში და ხდება ნიადაგზე მოსხურება.

საქართველოს აგრარიკოსთა მოძრაობა

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
აგროსფერო
კლაასი
კლაასი
თქვენი სარეკლამო ბანერი
თქვენი სარეკლამო ბანერი
Georgian Dairy
Georgian Dairy
აგრორჩევები
აგროკავკასია FB