ხბოს გამოზრდა საფურედ და მისი კვების თავისებურებები

386 Views

ხბოს სიცოცხლის პირველივე დღიდან ხდება მისი გამოზრდა განსაკუთრებული მეთოდით, რათა განვითარების შემდგომ ეტაპზე ფერმერმა მიიღოს მაღალპროდუქტიული ფური.

დიდი ყურადღება ექცევა ხბოს გამოსაზრდელ გარემოს, სპეციალურ რაციონებით კვებას კონკრეტულ პერიოდში, კონკრეტულ მოთხოვნილებაზე დამოკიდებით.

მეწველი ფურის განვითარების სტადიები იყოფა შემდეგ ფაზებად:

• ხბო;

• დეკეული;

• უშობელი ძროხა;

• მოლაქტაციე ფური;

• მშრალი ფური.

ხბოს კვების სქემას თუ განვიხილავთ, აუცილებელია სიცოცხლის სამი დღის განმავლობაში ხბომ მიიღოს ხსენი, (საშუალოდ ცოცხალი წონის 15% ხსენი, ასე მაგალითად თუ ხბო არის დაბადებისას 40 კგ ცოცხალი წონა = 6 ლ/დღე)

მეოთხე დღიდან ხბოს შეგვიძლია მივცეთ, რძე ან რძის შემცვლელი, რომელიც 9 კვირის განმავლობაში გამოიყენება. (საშუალოდ რძით/რძის შემცვლელით კვება – ცოცხალი წონის 20%.)ასევე ხბოს დაბადებიდან ხუთი-შვიდი დღის შემდგომ წყალი ეძლევა ნებაზე, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. ამავე პერიოდიდან ხბოს ესაჭიროება მიიღოს ხბოს პრესტარტერი, რომელიც გამოიყენება სამ თვემდე, ნებაზე, შეზღუდვების გარეშე.

ხბოს სიცოცხლის მეორე კვირიდან უხეში საკვების ჩართვაც შეგვიძლია. (დაკუწული ნამჯა/თივა) ასევე ყურადღება უნდა გავამახვილოთ, ხბოს სიცოცხლის ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ პერიოდზე ასხლეტვაზე, რა დროსაც შესაძლებელია ხბომ მიიღოს სტრესი, რაც აისახება, შემდგომ მის განვითარების დინამიკაზე.

ასეხლეტვა რეკომენდირებულია მაღალპროდუქტიული ხბოების შემთხვევაში, ცხრა კვირიდან ათ კვირამდე პერიოდში, როცა ხბო დღიურად უხეში საკვებთან და პრესტართერთან ერთად იღებს კილონახევარ მასას.

უშობელების გამოსაზრდელი  სამიზნე მონაცემები ძირითადი მერძეული ჯიშებისთვის

ჰოლშტეინი, ძროხა, ჯერსი

კონკრეტული მონაცემების დარღვევის შედეგად, შესაძლებელია გაიზარდოს რისკი სხვადასხვა პრობლემების, მაგალითად  გართულებები მშობიარობის დროს, შემცირებული საკვებ მოხმარება მოგების შემდეგ, გაცხიმოვნებული ღვიძლი და კეტოზები.

ჰოლშტეინის უშობელის საზრდო ნივთიერებებზე მოთხოვნა

ჰოლშტეინი, ძროხა, ჯერსი

ტიპიური ჰოლშტეინის კვება ასაკების მიხედით

ჰოლშტეინი, ძროხა, ჯერსი

საპროგნოზო მონაწველი თვეების მიხედვით

უმეტეს შემთხვევაში, დაგვიანებული დამაკება ფინანსურად ეფექტურია.

ჰოლშტეინი, ძროხა, ჯერსი

სტატია მოგვაწოდა კომაპანიამ „ნუტრიმაქსი“.
საიტი:  http://nutrimax.ge/

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სტარტაპერი
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგრარული, საქართველო
აგროკავკასია FB