FAO-მ მარცვლეულის მსოფლიო წარმოების პროგნოზი გაზარდა

fao, პროგნოზი, მარცვლეული

FAO-ს მაისის თვის პროგნოზით მსოფლიო მარცვლეულის წარმოების შეფასება 5 მილიონი ტონით, 2,846 მილიარდ ტონამდე გაიზარდა.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ექსპერტებმა, მაისის თვის პროგნოზში, 2023/24 მარკეტინგულ წელში მსოფლიო მარცვლეულის წარმოების შეფასება 5 მილიონი ტონით, 2,846 მილიარდ ტონამდე გაზარდეს, რაც 1,2%-ით (35,1 მილიონი ტონა) აღემატება წინა სეზონის მაჩვენებელს. ამის შესახებ FAO-ს განცხადებაშია ნათქვამი.

„კორექტირება ძირითადად გამოწვეულია ბრინჯის გლობალური წარმოების პროგნოზის გადახედვით, რომელიც აპრილის მაჩვენებელთან შედარებით 2,9 მილიონი ტონით გაიზარდა. გარდა ამისა, მცირე კორექტივები განხორციელდა სიმინდისა და ხორბლის წარმოების მოცულობის პროგნოზებში“, – ნათქვამია ანგარიშში.

ასევე გაიზარდა მარცვლეულის მსოფლიო მოხმარების პროგნოზი მიმდინარე სეზონში – 1,7 მლნ ტონით წინა თვის შეფასებასთან შედარებით, 2,829 მლრდ ტონამდე, რაც 37,7 მლნ ტონით (1,4%) აღემატება 2022/23 წლის სეზონს.

„ეს კორექტირება დიდწილად გამოწვეულია სიმინდის (განსაკუთრებით კანადასა და აშშ-ში) და ქერის (ჩინეთში) საკვების მოხმარებაზე უფრო მაღალი მოთხოვნით, ვიდრე ადრე იყო მოსალოდნელი.

თქვენი რეკლამა