აბრეშუმის ანუ ლენქორანის ალბიცია

266 Views

აბრეშუმის ანუ ლენქორანის ალბიცია (Albizia julibrissin) ბუნებრივად გავრცელებულია თალიშში (კასპიის ზღვის სანაპირო), ქმნის პატარა კორომებს კლდიან ფერდობებზე, ტყის ნაპირებსა და ხეობებში.

10-15 მ-მდე სიმაღლის ფოთოლმცვენი ხეა, ქოლგისებური ვარჯითა და ორმაგფრთართული ფოთლებით, რომლებიც შემოდგომაზე ლიმონისფერს ღებულობენ.

აქვს საგველა ყვავილედები, აქტინომორფული ყვავილები და სტერილური (გარეთა) ან ფერტილური (ცენტრალური) მტვრიანები. ყვავილის ჯამი მომწვანოა, 5-კბილიანი; მტვრიანა 4-5-ჯერ გრძელია ჯამზე; ნაყოფი 10-20 სმ სიგრძის პარკია, წაგრძელებულ-ოვალური თესლებით.

ყვავილობს უხვად და ადვილად მრავლდება თესლითა და ფესვის ნაბარტყით. აქვს მაგარი მოყვითალო-ყავისფერი მერქანი და მუქი ნაცრისფერი ქერქი, რომელიც შეიცავს 8-10% ტანიდებს, ყვითელ პიგმენტებს (საღებავი). გამოიყენება სახალხო მედიცინაში.

ალბიცია, დეკორატიული

კარგი თაფლოვანი მცენარეა. მისგან მიღებული თაფლი მოყვითალო ფერისაა და სასიამოვნო სუნი და გემო აქვს.

ტიპიური კასპიისპირა მთის ქვედა სარტყლის მცენარეა. გვხვდება ჩინეთშიც, იკავებს ფერდობებს.

სწრაფმოზარდია. მეზოფიტი. კარგად ხარობს ჭარბ და საშუალოდ ტენიან პირობებში. ესაჭიროება მზით კარგად განათებული ადგილები და ნეიტრალური რეაქციის ქვიშნარი ნიადაგები. მისთვის რამდენადმე კრიტიკულია ყინვა (ზიანდება -15-20°-ზე) და გვალვა (ივლის-აგვისტოში). კარგად იტანს სხვლას.

ალბიცია, დეკორატიული

შესანიშნავი დეკორატიული მცენარეა, ვარჯის ფორმით ჰგავს სავანის მერქნიან მცენარეებს. იყენებენ ღია სივრცეების – ქუჩების, სკვერებისა და პარკების მცენარეა აზერბაიჯანში აშენებენ ქარსაფარ ზოლებშიც.

ალბიცია, დეკორატიული

აქვს სახესხვაობა – var. rosea – ვარდისფერი სამტვრე ძაფებით და ფორმები – f.aurea – ხორციანი წითელი სამტვრეებით და f. alba – თეთრი სამტვრეებით.

სხვა სახეობებიდან აღსანიშნავია: კალკორას ალბიცია (A.calcora) და ავსტრალიური ალბიცია – A lophantha.

წყარო: „ბაღის დიზაინერი“ – სახემძღვანელოს შედგენაზე მუშაობდნენ:
ლია ქურციკიძე – ლანდშაფტის არქიტექტორი ;
ქეთევან გელაშვილი – ბაღის დიზაინერი;
მანანა ელბაქიძე – ბიოლოგი, ბოტანიკოსი
 .

იხილეთ აგრეთვე: კავკასიური სოჭი – რჩევები: თესვა, დარგვა, მოყვანა

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრო აგრეგატები
სამაცივრე აგრეგატები
თქვენი რეკლამა
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB