მიწის ნაკვეთების პრივატიზების ხელშეწყობის პროგრამა იწყება

851 Views Comment Off

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, ფიზიკურ პირთა ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების, პრივატიზების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა განიხილება.

პროგრამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სხდომის დაწყების წინ ისაუბრა. მისი განმარტებით, მთელ რიგ მაღალმთიან რეგიონებს მიწის რეფორმა, რომელიც გატარდა 90-იანი წლების ბოლოს, არ შეხებიათ.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ამ ეტაპისთვის განსაზღვრულია იმ მაღალმთიანი დასახლებების ჩამონათვალი, სადაც არ ჩატარებულა მიწის რეფორმა. შესაბამისად, სწორედ ამ დასახლებებზე გავრცელდება აღნიშნული პროგრამა — საუბარია მესტიის, თიანეთის, ახმეტის, დუშეთის, ფასანაურის, ხევსურეთის, გუდამაყრის, ანანურის, უკანაფშავისა და ქვეშეთის კონკრეტულ სოფლებზე.

„ამ რაიონებში, ფაქტობრივ საკუთრებაში არსებული მიწების დაკანონებისთვის იქმნება სპეციალური ჩარჩო, რაც მნიშვნელოვანია აქ მაცხოვრებელთათვის, რადგან ამ მიწებზე ლეგალური მფლობელობის შემთხვევაში მათ ექნებათ ამ საკუთრების ბრუნვაში მიქცევის საშუალება.

პროგრამის ამოქმედება სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია,» — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
სამკურნალო მცენარეები
აგროკავკასია FB