
გზამკვლევი „საქართველოს ნიადაგები“ განკუთვნილია სოფლის მეურნეობის სპეციალისტების, აგრარული სპეციალობების სტუდენტებისა და ფერმერებისთვის.
ჩვენს ქვეყანაში გავრცელებულია მსოფლიოს მრავალი და ევროპის ყველა ნიადაგი.
საქართველოში მსოფლიოში პირველად იყო აღწერილი და აღიარებული რამდენიმე ნიადაგი:
• ყავისფერი ‒ 1904 წელს პროფესორ ს. ზახაროვის მიერ მცხეთის მიდამოებში;
• მდელოს-ყავისფერი ‒ 1956 წელს პროფესორ ვ. ფრიდლანდის მიერ მუხრანში;
• ყვითელ-ყომრალი ‒ 1968 წელს აკადემიკოს თ. ურუშაძის მიერ მთა მტირალაზე ბათუმის მიდამოებში.
„საქართველოს ნიადაგები“ გამოცემულია შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში დაფინანსებით და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით.
ტექსტის ავტორი – აკადემიკოსი თენგიზ ურუშაძე;
განოყიერების საკითხები – აკად. დოქტორი ამირან თხელიძე;
კარტოგრაფიული უზრუნველყოფა – აკად. დოქტორი გიორგი ღამბაშიძე.
დაკლიკეთ დოკუმენტზე (ფოტოზე) და წაიკითხეთ