არჩილ ძმანაშვილს გარდაბნის რაიონ სოფელ წალასყურში ხორბალი და ქერი 2012 წლიდან მოჰყავს. ძმასთან ერთად ჯერ მხოლოდ მცირე მიწის დამუშავება დაიწყო, ახალმა საქმემ მალევე მოხიბლა და მინდვრის გაფართოებაზე ზრუნვაც დაიწყო. დღეს მას მარცვლეული კულტურები 25 ჰექტარ ტერიტორიაზე მოჰყავს.
არჩილისთვის ყველა სეზონს თავისი ხიბლი, სუნი და არომატი აქვს. ამბობს, რომ ძირითად დროს მინდორში, ხორბალზე ზრუნვაში ატარებს, რადგან თავისი საქმიანობა განსაკუთრებით უყვარს. „როგორც ბავშვი ისე იზრდება ჩემ თვალწინ და ცოცხალი ორგანიზმია“, – ამატებს ის.
არჩილ ძმანაშვილი აღნიშნავს, რომ ფერმერობა სწორი მიდგომების, ცოდნისა და თანამედროვე ტექნიკის გარეშე წარმოუდგენელია. თავად მას ზურგს, ცოდნასთან და გამოცდილებასთან ერთად, CLAAS-ის ტექნიკა უმაგრებს.
„ქართველები მშრომელი ხალხი ვართ და უნდა გავაგრძელოთ, რომ მოსავალი უხვი გვქონდეს. მოყვანილი პროდუქციით ჩვენი ქვეყანა ჩვენ თვითონვე უნდა გამოვკვებოთ“, – ამბობს თანამედროვე ფერმერი.
არჩილ ძმანაშვილი თავის საქმიანობაზე, მიდგომებსა და ხორბლის მოყვანის წესებზე უფრო დეტალურად „აგროსფეროს“ რუბრიკაში „თანამედროვე ფერმერი“ გვიყვება.
ნახეთ თანამედროვე ფერმერის, არჩილ ძმანაშვილის ისტორია