მებაღეებისთვის დიდიხანია ცნობილია, რომ ვაშლის, მსხლის, კომშის, ტყემლის, მოცვის, ჟოლოს, მაყვლის, სხვა ხილისა და კენკროვნების მოსავლიანობა და ნაყოფის ხარისხი, დიდად არის დამოკიდებული დამტვერვაზე.
ჯვარედინი დამტვერვის პროცესში აქტიურ მონაწილეობას იღებენ მწერები, მათ შორის ხოჭოები, პეპლები, ბუზები და ა.შ, მაგრამ განსაკუთრებული როლი ამ პროცესში, ფუტკრებს აკისრიათ.
მაგალითისთვის ავიღოთ ჟოლო
ჟოლოს ყვავილები ისევე როგორც სხვა ხილისა და კენკროვნების, სათანადოდ უნდა დაიმტვეროს ნორმალური მოსავლის მისაღებად.
დამტვერვის შემდეგ ნაყოფი სწრაფად ვითარდება, უმეტეს შემთხვევაში, მხოლოდ 30-45 დღეში.
ჟოლო მარცვლების კლასტერებისგან შედგება, რომლებიც მიმაგრებულია ცენტრალურ ყვავილსაჯდომზე.
თუ ნაყოფი ნორმალური ზომისაა, მაგრამ აქვს უჩვეულოდ ცოტა მარცვალი, დეფორმირებული მარცვლების გარეშე, ეს შეიძლება მიანიშნებდეს არასათანადო დამტვერვაზე.
ჟოლოს დამტვერვის 90-95% ფუტკრებზე მოდის.
ამ პროცენტს ძირითადად ფუტკრები უზრუნველყოფენ, თუმცა ქარიან ან ცივ ამინდში, უფრო ეფექტური დამტვერვა შეიძლება ველურმა ფუტკრებმა განახარციელონ.
ჟოლოს ბაღში (ისევე როგორც სხვა კენკროვნებისა და ხილის შემთხვევაში), ყვავილების სათანადო დამტვერვისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ფუტკრის სკების განთავსება.
ჟოლოს ბაღში რეკომენდებულია 1 ჰექტარზე 5 სკის განთავსება.
სკები უნდა დაიდგას ისე, რომ ფუტკრის ფრენის მარშრუტები არ იყოს ქარის მიმართულების საწინააღმდეგო.
დასავლეთის ქვეყნებში, მებაღე და მეფუტკრე ფერმერებს შორის თანამშრომლობა დიდიხანია ჩვეულებრივი ამბავია.