ნორვეგიული კომპანია Kilter Systems-ის მიერ შემუშავებული, Kilter AX-1 სასხურებელი რობოტი, სარეველების კონტროლის მაღალი სიზუსტის მოწყობილობაა, რომელიც ჰერბიციდების მოხმარებას 95%-მდე ამცირებს და მოსავლიანობას 35%-ით ზრდის.
რობოტმა Kilter AX-1 ტესტირება ნიდერლანდებსა და გერმანიაში გაიარა, სადაც მონაცემები შეგროვდა შემდგომი განვითარებისთვის.
AX-1 წონა 260 კგ-ია. მოწყობილობა აღჭურვილია 25 სმ-იანი მოდულებით, თითოეულ მოდულში 42 საქშენით და აფრქვევს 6×6 მმ სიზუსტით. სამუშაო სიგანე 1.32-დან 1.58 მეტრამდეა და დღეში 5-დან 7 ჰექტარამდე პროდუქტიულობა აქვს.
ეს მაღალი სიზუსტის სარეველების კონტროლის მოწყობილობა, ჰერბიციდების მოხმარებას 95%-მდე ამცირებს და მოსავლიანობას 35%-ით ზრდის. AX-1 სარეველების იდენტიფიცირებისთვის ხელოვნურ ინტელექტს იყენებს და ჰერბიციდებს მხოლოდ მათზე ასხურებს, რითაც კულტურების დაზიანებას მინიმუმამდე ამცირებს.
პელარგონის მჟავას, როგორც სარეველების ბიოლოგიური კონტროლის საშუალების გამოყენება საინტერესო მიდგომაა, რადგან ის რამდენიმე დღეში იშლება და არ აზიანებს მოსავალს. ეს AX-1-ს მიმზიდველ არჩევნად აქცევს გარემოსდაცვითი ცნობიერების მქონე ფერმერებისთვის, რომლებიც ცდილობენ ქიმიური ჰერბიციდების გამოყენების მინიმუმამდე დაყვანას.
რობოტის წარმატებული გამოყენება სკანდინავიურ ქვეყნებსა და გერმანიაში, მის ეფექტურობას და პოტენციალს აჩვენებს.
*სტატიას აქვს მხოლოდ საინფორმაციო ხასიათი

