თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის მყნობა – ვიდეორჩევა

მყნობა, ხეხილი

ამჟამად ცნობილია მყნობის 150-ზე მეტი წესი, მაგრამ არსებობს მყნობის ორი ძირითადი მიმართულება:

• კვირტით მყნობა ანუ ოკულირება;
• კალმით მყნობა.

ზაფხულის მყნობა ბარის პირობებში შეიძლება ჩატარდეს 15 ივლისიდან 15 სექტემბრამდე, მთიან ზონაში კი – 1 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე.

ამ პერიოდში დამყნობილი კვირტი უხორცდება საძირეს და მძინარე მდგომარეობაში რჩება მომავალი წლის გაზაფხულამდე, ამიტომ ზაფხულში მყნობას ზოგჯერ მძინარე კვირტით მყნობასაც უწოდებენ.

გაზაფხულზე მყნობა ტარდება საძირეში წვენთა მოძრაობის დაწყების შემდეგ. გაზაფხულზე მყნობისათვის სამყნობი მასალა უნდა დავამზადოთ მცენარის მოსვენების პერიოდში და მყნობის დაწყებამდე შევინახოთ გრილ ადგილას. როგორც ზაფხულში, ისე გაზაფხულზე მყნობის წარმატებით ჩასატარებლად აუცილებელია რომ საძირე იყოს აქტიურ – სანამყენე კი (კვირტი, კალამი) მოსვენებულ მდგომარეობაში.

გოგი ბარბაქაძე, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი

იხილეთ აგრეთვე: კვირტით მყნობა (ოკულირება)-როგორ ხდება კვირტით მყნობა

თქვენი რეკლამა