ევროკავშირში პროდუქციის უსაფრთხოების მოთხოვნები სულ უფრო მკაცრდება, ხოლო მცენარეთა დაცვის ნებადართული საშუალებების სია მცირეა.
ეს პრობლემა აისახება მარწყვის წარმოებაზეც და ენტომოფაგების გამოყენება გადაუდებელი აუცილებლობა ხდება.
მტაცებელი ბაღლინჯოს Orius laevigatus– ს გამრავლებამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს თრიფსის საწინააღმდეგოდ ინსექტიციდული საშუალებების ხშირი გამოყენების საჭიროება, რაშიც უკვე დარწმუნდა მარწყვის მრავალი იტალიელი მწარმოებელი.
მათი აზრით, დაცულ გრუნტში ენტომოფაგების გამოყენებით შესაძლებელია წარმატებით დავიცვათ მცენარეები და ვაწარმოოთ პროდუქტები პესტიციდური ნარჩენების გარეშე.
ხმელეთის მტაცებელი ნახევრადხეშეშფრთიანებიდან ცნობილია სასარგებლო ფორმები, Orius-ის გვარის წარმომადგენლები, რომლებიც მწერებისა და ტკიპების კვერცხებით, მატლებითა და ზრდასრული ფორმებით იკვებებიან.
კომპანია ბიოპლანეტის (Bioplanet) წარმომადგენლის, ფრანჩესკო ბრავაჩინის თქმით, მტაცებელი ბაღლინჯო Orius laevigatus ფართოდ გამოიყენება თრიფსების (მათ შორის დასავლეთის კალიფორნიული თრიფსის (Frankliniella occidentalis)) საწინააღმდეგოდ.
ენტომოფაგების გამოყენება ძალიან ეფექტურია სათბურებში მარწყვის მოსაყვანად და აგრეთვე კარგი საშუალებაა წიწაკის, პომიდვრის და ზოგიერთი სახის დეკორატიული მცენარის დასაცავად.
მარწყვზე ხშირად გვხვდება ჩვეულებრივი აბლაბუდიანი ტკიპა (Tetranychus urticae) მის წინააღმდეგ წარმატებით გამოიყენება ბუნებრივი მტერი აკარიფაგი Phytoseiulus persimilis. ოპტიმალურ პირობებში, აკარიფაგი უფრო სწრაფად ვითარდება ვიდრე მავნებელი.
ბიოპლანეტის სპეციალისტი ხაზს უსვამს, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მტაცებლების თანაბარ გადანაწილებას მთელ ნაკვეთზე. მისივე თქმით, საუკეთესო შედეგის მისაღწევად, აუცილებელია აბლაბუდიანი ტკიპას პირველივე გამოჩენისას მოხდეს მისი ბუნებრივი მტრის გამოყენება.