კაკლოვანი კულტურები
თხილი – (როგორც გარეული, ისე საბაღო ფორმები) მრავლდება: თესლით და ვეგეტატურად, მაგრამ თესლით გამრავლების შემთხვევაში ადგილი აქვს შთამომავლობით ნიშანთვისებების ე.წ. “გათიშვას”. ერთწლიანი ნათესარის სიმაღლე – 40 სმ; ძირითადი ფესვების რაოდენობა 2-3. ფესვის სიგრძე 20-25 სმ; ნათესარის სიმსხო 10-15 მმ;
კაკალი – მრავლდება როგორც თესლით, ისე ვეგეტაციური წესით. ადრინდელ პერიოდში მიღებული იყო თესლით გამრავლება, ბოლო დროს მისი გამრავლება ხდება ვეგეტაციური მეთოდით (გადაწვენით, კალმით, და მყნობით), თუმცა პრაქტიკული გამოყენება უფრო მყნობით გამრავლებას აქვს. საძირე კაკლის ნათესარები – სტანდარტული საძირე სიმაღლე – 15 სმ სამყნობი ადგილის დიამეტრი 10-12 მმ. საძირეები ზიბოლდა, შავი კაკალი, იაპონური და მანჯურიის ნათესარები.
პეკანი – მრავლდება თესლით, ფესვის ამონაყრებით, კალმებით. მყნობა წარმოებს 2 წლის მცენარეზე. პეკანის ყლორტიდან იჭრება 25-30 სმ სიგრძის და 10 მმ დიამეტრის კალამი. პეკანის ერთწლიანი ნათესარის სიმაღლე უნდა იყოს არა ნაკლები 10-30 სმ და 10 მმ დიამეტრის.
წაბლი – მრავლდება თესლით, ძირკვის ამონაყრებით და გადაწვენით. წაბლის ერთ-ორწლიანი თესლნერგის სიმაღლე _ 20-35 სმ; ღეროს დიამეტრი ფესვის ყელთან 6-12 მმ; კალმით გამრავლების დროს – კალმის სიგრძე – 25-30 სმ უნდა იყოს. ხოლო სიმსხო _ 5-დან 15 მმ-მდე. ფესვის კალმები _ 15-20 სმ სიგრძის. წაბლი მრავლდება ძირკვის ამონაყრებით, 20-30 სმ სიმაღლეზე მიწის შემოყრით ფესვიანდება.
ნუში (კურკოვანი კულტურა) – ნათესარების სიმაღლე 25-30 სმ; ფესვის ყელის დიამეტრი 6-9 მმ, ფესვის სიგრძე 15 სმ; კლონური საძირე ვაკიეტი ტიტანი _ მრავლდება მწვანე კალმით, კალმის სიგრძე 18-20 სმ, დიამეტრი 10 მმ.
კენკროვანი კულტურები
მარწყვი – ორ-სამწლიანი მარწყვის სადედიდან მიღებული პწკალებიდან მიიღება ჩითილი 3-5 ფოთლით, 5 სმ ფესვის სიგრძით და დაირგვება.
მარწყვი მრავლდება დაფესვიანებული ულვაშებით. შავი, წითელი და თეთრი მოცხარი_ მრავლდება თესლით, ფესვის ამონაყრებით, დაკალმებით, დაწინდვით და მწვანე კალმებით. ძირითადად ჰორიზონტალური გადაწიდვნით. ამონაყრები 15-20 სმ სიგრძის, კალმის დიამეტრი 10 მმ. მწვანე დაკალმებით, კალმის სიგრძე 30 სმ, დიამეტრი 6-10 მმ.
ხურტკმელი – მრავლდება ერთწლიანი ყლორტი 15 სმ სიგრძის, 10-12 მმ დიამეტრის, ფესვის ამონაყრების კალამი 20 სმ სიგრძის, ფესვების რაოდენობა _ 6-15 ცალი. ნაზარდების სიგრძე 13 სმ.
ჟოლო და მაყვალი – მრავლდება ერთწლიანი გამერქნებული კალმებით 10-12 სმ სიგრძის 8 მმ-ს დიამეტრით და ფესვის ამონაყრებით.
მოცვი – ყლორტებიდან მზადდება 10-12 სმ სიგრძის გამერქნებული კალმები. სათბურისათვის მიღებულია 25 სმ სიგრძის კალამი საყვავილე კვირტების მოშორებით. კალმის დიამეტრი 6-8 მმ.
კივი (აქტინიდია) – ნათესების სიმაღლე 15 სმ; ფესვის სიგრძე 15 სმ ღეროს დიამეტრი 8-10მმ.
ქაცვი – მრავლდება ძირითადად 18-20 სმ სიგრძის კალმების დაფესვიანებით;
კოწახური – მრავლდება მწვანე დაკალმებით არა უმეტეს 10 წლის მსხოიარე ბუჩქიდან. ახალგაზრდა ყლორტიდან 3-4 სმ სიგრძის კალამს ამზადებენ,
ცხრატყავა – მრავლდება 12 სმ სიგრძის კალმით. ღეროს სიმსხო _ 6-8 მმ დიამეტრის.
ძახველი – მრავლდება 15-20 სმ სიგრძის კალმით, სიმსხო 8-10 მმ დიამეტრის.
მშრალი სუბტროპიკული კულტურები
ბროწეული – საძირეებად ბროწეულის ნათესარები გამოიყენება. მრავლდება ბუჩქის დაყოფით, ტოტის გადაწვენით, კალმების დაფესვიანებით. ძირითადად გამრავლება წარმოებს დაკალმებით. კალმები მზადდება 1-2 წლის ყლორტებიდან. გამოიყენება მომწიფებული 1-2 წლის ამონაყრები 5 მმ დიამეტრის და მზადება 20-25 სმ სიგრძის კალმები.
ლეღვი – მრავლდება თესლით, კალმებით, ყლორტების გადაწვენით, ფესვის ამონაყრებით, ძირითადად გამოიყენება მხოლოდ კალმებით გამრავლება. კალმის ოპტიმალური სიგრძე არის 18-20 სმ. სტანდარტული მაჩვენებელი 25-30 სმ, მეტი სიგრძის კალამი კარგად ფესვიანდება.მისი დიამეტრი უნდა იყოს არა ნაკლები 12-15 მმ.
აღმოსავლეთის ხურმა – მრავლდება თესლით, დაკალმებით, კვირტის დაკალმის მყნობით. ძირითადი წესია კავკასიური ხურმის თესლით გამრავლება და მასზე მყნობა.
კავკასიური ხურმის ნათესარი ინვითარებს ფუნჯა ფესვებს, როდესაც ნათესარი მიაღწევს 4-5 სმ სიმაღლეს საჭიროა ფესვების პიკირება, რომელიც გადაირგვება სანერგის პირველ მინდორზე მყნობისათვის კარგია 8-10მმ სიმსხოს დიამეტრის საძირე _ ფესვის ყელიდან 5 სმ სიმაღლეზე.
ფეიჰოა – მრავლდება როგორც თესლით ისე ვეგეტატიურად. ერთწლიანი ნათესარის ღეროს სიმაღლე უნდა იყოს 35 სმ, ფესვის ყელის სიმსხო არანაკლებ 4 მმ-ს, ფოთლის რაოდენობა ვეგეტაციის დასასრულს 20 ცალი. 2 წლიანი ნათესარის საძირის სტანდარტად მიღებულია ღეროს სიმაღლე 45 სმ; დიამეტრი 6 მმ; ფეიჰოას გამრავლება ძირითადად მიღებულია დაკალმება. კალმის სიგრძე 8-10 სმ. გადაირგვება სანერგის პირველ მინდორზე.
ავაკადო – თესლით გამრავლების დროს ნათესარი მიაღწევს რა 20 სმ გადაირგვება სანერგის მინდორზე. იმყნობა კვირტით. საძირის სამყნობი ადგილის სიმსხო უნდა იყოს 10-15 მმ დიამეტრის.
ზეთისხილი – მრავლდება თესლით, კალმებით, ფსვის ამონაყრებით, ყლორტის გადაწვენით. ძირითადად გამოიყენება გამერქნებული კალამი. უნდა იქნეს აღებული კალამი 2-5 წლიანი ტოტიდან 1,5-2,5 სმ დიამეტრის 30-50 სმ სიგრძის. კალმები იჭრება 20-25 სმ სიგრძის. დაფესვიანება მიმდინარეობს ნელა 2 წლის განმავლობაში. მწვანე დაკალმების მეთოდით კალამი იჭრება _ 10-12 სმ სიგრძის.
იაპონური მუშმულა (ზღმარტლი) – მრავლდება თესლით და ვეგეტატიურად. საძირედ გამოიყენება ვეგეტატურად ნამრავლი იაპონური ზღმარტლი და კომში. ნათესარის სიმაღლე 40-50 სმ. კალმები მზადდება 2-3 კვირის ფაზაში. კალმებით გამრავლების დროს, მას იღებენ 12,5- 15 სმ სიგრძის და ირგვება სათბურში.
უნაბი – გამრავლება წარმოებს თესლით და ვეგეტატიურად _ გადაწვენით, კალმებით, ფესვის ამონაყრებით. რეკომენდირებულია უნაბის გამრავლება მიწის შემოყრით და ჰორიზონტალური გადაწვენით. 15-20 სმ სიგრძის ყლორტებს შემოაყრიან მიწას და შემოდგომაზე აშორებენ დედა მცენარეს.
კალმებით გამრავლებისათვის ტოტებიდან ჭრიან ერთწლიან ნაზარდებს და რგავენ სათბურში. უნაბი იძლევა მრავალრიცხოვან ფესვის ამონაყარს. თითო მცენარიდან მიიღება 80-120 სმ სიმაღლის, 8-12 მმ დიამეტრის 30-50 ამონაყარი. ფესვის დიამეტრი უნდა იყოს 8-10 მმ. კალმების სიგრძე 9-10 სმ.
რეკომენდაციების ავტორები: იუზა ვასაძე; გივი ბადრიშვილი; ვაჟა კვალიაშვილი /სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია/