საღვინე, ვაზის, ჯიში
მევენახეობა

მაჭყვატური – წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში

მაჭყვატური წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია, გამოიყენება სუფრის წითელი ღვინის დასამზადებლად. სინ. მაჭყვადური, მაჭყვადინა. წარმოშობა: სამეგრელო. გამოიყენება სუფრის წითელი ღვინის დასამზადებლად. ღვინო ჰარმონიული, სასიამოვნო გემოსი და ალკოჰოლის ნორმალური შემცველობისაა. ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომის და მომრგვალო ფორმისაა, […]

გარემოს, დაცვის, კანონი
აგრო სიახლეები

„გარემოს დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები იგეგმება

ევროკავშირი კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიულ მექანიზმად ნახშირბადის საზღვრის კორექტირების მექანიზმს (CBAM) და ევროკავშირის სათბურის გაზების ემისიების ვაჭრობის სისტემას (ETS) დანერგვას განიხილავს. აღნიშნული მექანიზმების დასანერგად, აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნების მიერ სათბურის გაზების ემისიების მონიტორინგის, ანგარიშგებისა და […]

თხა, ჯიში, მერძეული, მეთხევეობა
მეცხოველეობა

მერძეული, პროდუქტიული ჯიშის თხა შვეიცარიიდან

ალპიურმა თხამ სახელი მიიღო წარმოშობის ადგილის მიხედვით,  შვეიცარიის ალპებში ჩამოყალიბებული ერთ-ერთი უძველესი ჯიში. ალპიური თხა ძალიან მოქნილია და განსაკუთრებული იმუნიტეტის გამო ადვილად ეგუება სხვადასხვა კლიმატურ პირობებს. მეოცე საუკუნის დასაწყისში მისი მოშენება დაიწყეს საფრანგეთშიც და იტალიაშიც, […]

ინოვაცია, მესხი, კარტოფილი, ფერმერი
რეგიონები

როგორ მოიყვანა ინოვაციური მეთოდით მესხმა ფერმერმა კარტოფილი

ვალელმა ფერმერმა მათე ჩიტაშვილმა კარტოფილი ინოვაციური მეთოდით მოიყვანა. მას საჩუქრად ლაბორატორიაში გამოყვანილი ჩითილები გადაეცა, რომლიდანაც ფერმერმა უხვი მოსავალი მიიღო. მათე ჩიტაშვილი წარმატებული ფერმერია. წელიწადის ყოველ სეზონზე იგი სოფლის მეურნეობაში აქტიურად არის ჩაბმული. აქვს სამი სათბური […]

მეფუტკრეობა, ბიზნესი
PDF

სამრეწველო მეფუტკრეობა

სამრეწველო მეფუტკრეობის გზამკვლევში წაიკითხვათ: ძირითადი სეზონური სამუშაოები საფუტკრეში საზაფხულო სამუშაოები საფუტკრეში; საშემოდგომო სამუშაოები; ფუტკრის ოჯახების ზამთრობა; საგაზაფხულო სამუშაოები საფუტკრეში. მეფუტკრეობის ინვენტარი სკები და ჩარჩოები; ფუტკრის მოვლის თავისებურებები სხვადასხვა კონსტრუქციის სკებში. ფუტკრის ძირითადი დაავადებების მკურნალობა ბიომეთოდებით […]

ასკილი, ველური, ვარდი
სამკურნალო მცენარეები

ასკილი (ველური ვარდი) – სამკურნალო მცენარე

ასკილი (ველური ვარდი, ლათ. Rosa, რუს. Шиповник) ბუჩქოვანი მცენარეა ვარდისებრთა ოჯახიდან, სიმაღლით 1-3 მ, დატოტვილი ეკლიანი ღეროებით. ეკლები მაგარია, ნამგლისებური, მთავარ ღეროზე – იშვიათი, ყვავილოვან ღეროებზე კი – ხშირი. ყლორტები მწვანეა, ღეროები რუხი-მოწითალო ქერქით. კენტფრთართული […]

ყაზახეთი, ორგანული, კანონი
აგრო სიახლეები

ყაზახეთში ორგანული პროდუქტების შესახებ კანონი მიიღეს

ყაზახეთის რესპუბლიკის სენატის დეპუტატებმა დაამტკიცეს კანონი „ორგანული პროდუქტების წარმოებისა და მიმოქცევის შესახებ“, რომელიც შემუშავებულია ორგანული პროდუქტების წარმოებისა და მიმოქცევის სფეროში კანონმდებლობის გაუმჯობესების მიზნით. როგორც ElDala.kz იუწყება, კანონი მიზნად ისახავს ორგანული პროდუქტების შიდა ბაზრის ფორმირებას და […]

მუხუდო, პარკოსანი, ჯიშები
მებოსტნეობა

მუხუდო და მისი სელექციური ჯიშები საქართველოში

გვალვაგამძლე სამარცვლე პარკოსანი კულტურა მუხუდო და მისი სელექციური ჯიშები საქართველოში. საქართველოს მშრალი რეგიონებისათვის სამარცვლე პარკოსანი კულტურებიდან ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს მუხუდო. აკადემიკოს ნ. ი. ვავილოვის შეფასებით მუხუდოს კულტურა შექმნილია სპეციალურად ნახევრად უდაბნოებისათვის. ის განსხვავებით სხვა […]

კაბერნე, ვაზი, ჯიში
მევენახეობა

კაბერნე სოვინიონი – ფრანგული ვაზის ჯიში საქართველოში

კაბერნე სოვინიონი ფრანგული ვაზის ჯიში, შეტანილია საქართველოს სარაიონო სტანდარტულ ასორტიმენტში და განკუთვნილია მაღალხარისხოვანი სუფრის წითელი ღვინის დასამზადებლად. მევენახეობის სპეციალურ ლიტერატურაში და ფრანგ მევენახეთა შორის კაბერნე სოვინიონი ცნობილია მრავალი სხვადასხვა დამატებითი სახელწოდებით (სინონიმით), მათ შორის უფრო […]