თხილის ბაღის გაშენება და მოვლა

თხილი, კაკლოვნები, ბაღი

თხილს (Corylus) კაკლოვანთა შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. თხილის გული მდიდარია ცხიმებით 60-70%, ცილებით 15-16%, მაკრო და მიკროელემენტებით.

თხილი მრავალწლვანი მერქნიანი, ფოთოლმცვენი მცენარეა. ჯიშებისა და ადგილმდებარეობის მიხედვით იზრდება 2-დან 10 მეტრამდე, ცოცხლობს 60-80 წელს.

ახალგაზრდა მცენარე ძლიერი ზრდით ხასიათდება, იძლევა უხვ ამონაყრებს, რომელიც მცენარის გამრავლების საუკეთესო და იაფი საშუალებაა.

ფერმერმა უნდა იცოდეს ,რომ თხილი ნიადაგისადმი დიდი შეგუებით ხასიათდება, იგი კარგად ხარობს როგორც მჟავე, ისე ნეიტრალურ და ტუტე ნიადაგებზე.

მისთვის საუკეათესოა ჰუმუსით მდიდარი სტრუქტურული ნიადაგები, ის ვერ ეგუება ჭარბტენიან და ბიცობ ნიადაგებს. წყლისადმი საკმაოდ მომთხოვნია, იტანს სიმშრალესაც.

ეს და სხვა საკითხები განხილულია თხილის ბაღის გაშენებისა და მოვლის სახელმძღვანელოში, რომელიც მოცემულია ქვემოთ.

დაკლიკეთ დოკუმენტზე (ფოტოზე) და წაიკითხეთ

თხილი

თქვენი რეკლამა