საზამთრო (Citrulus vulgaris)-საზამთროს ძირითადი დაავადებები

652 Views Comment Off

საზამთრო (Citrulus vulgaris) სითბოს მოყვარული მცენარეა, მისი თესლი აღმოცენებას იწყებს 10-15 ⁰C-ის ტემპერატურაზე. მაგრამ აღმოცენების ოპტიმალურ ტემპერატურად ითვლება 25-30⁰C. აღმონაცენი მგრძნობიარეა დაბალი ტემპერატურისადმი – იღუპება  -1 ⁰C. ზრდა განვითარებისათვის ოპტიმალურ ტემპერატურად ითვლება 25±7⁰C.

საზამთრო ჰაერის მაღალი ტემპერატურისადმი მოთხოვნილებას არ აყენებს, პირიქით, უმრავლესი ჯიშებისათვის ჰაერის მაღალი ტენიანობა საზიანოა.

საზამთრო მოითხოვს სტრუქტურიან მსუბუქი შენების კარგ წყალგამტარ ნიადაგებს. ნიადაგის არეს ოპტიმალური რეაქცია საზამთროსათვის არის 6,5-დან 7,5-მდე.

კულტურათა მონაცვლეობისას საზამთროს საუკეთესო წინამორბედებად ითვლება კომბოსტო, პომიდორი, ბადრიჯანი და პარკოსნები.

საზამთროს დაავადებები

დაავადებებიდან საზამთროს ძირითადად აზიანებს თეთრი სიდამპლე, ნაცარი, ანთრაქნოზი, ფესვთა სიდამპლეები, ჭრაქი, ანუ პერონოსპოროზი და მოზაიკა.

საზამთროს თეთრი სიდამპლე, ანუ სკლეროტინიოზი

საზამთროს თეთრი სიდამპლე

გამომწვევი – Sclerotinia sclerotiorum

დაავადების განვითარებისათვის ოპტიმალურ პირობებს წარმოადგენს ნესტი და ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა.

დაავადების სიმპტომები – თეთრი სიდამპლე ვითარდება წვრილი ფოთლების ყვავილებზე, რის შედეგადაც მცენარეებს უზიანდებათ ფოთლები, ღეროები და ზოგიერთ შემთხვევაში ნაყოფებიც.

ბრძოლის ღონისძიებები:

  • დაზიანებული ნაწილების ჩამოცილება მცენარიდან;
  • შესაბამისი ქიმიური წამლობების დროული და ხარისხიანი განხორციელება.

საზამთროს ანთრაქნოზი

საზამთროს ანთრაქნოზი

 

გამომწვევი – Colletotrichum orbiculare

დაავადება აზიანებს ფოთლებს ღეროებსა და ნაყოფებს

დაავადების სიმპტომები  – დაავადების პირველი ნიშნები ჩნდება ფოთლებზე, მომრგვალო, ყვითელი ან მუქი ფერის ლაქების სახით. ნაყოფებსა და ღეროებზე ფორმირდება მუქი ან შავი ფერის პატარა წყლულები. ნესტიანი ამინდების შემთხვევაში ლაქები იფარება ვარდისფერი ნალექით. ძლიერი დაზიანების შემთხვევაში მცენარე ხმება და ნაყოფები იწყებენ ლპობას.

ბრძოლის ღონისძიებები:

  • დაზიანებული ნაწილების ჩამოცილება მცენარიდან;
  • შესაბამისი ქიმიური წამლობების დროული და ხარისხიანი განხორციელება.

ფესვთა სიდამპლეები

 საზამთროს ფესვთა სიდამპლე

გამომწვევები – ნიადაგის სოკოები

დაავადების განვითარებას ძირითადად ხელს უწყობს ნიადაგის ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა და ცივი წყლით რწყვა

დაავადების სიმპტომები – ზრდა-განვითარების პირველ პერიოდში მცენარეები ჭკნებიან მწვანე შეფერილობის დაკარგვის გარეშე. ფესვის ყელი სქელდება, იღებს მუქ შეფერილობას და უჩნდება ნახეთქები.

ბრძოლის ღონისძიებები:

  • ნიადაგის ტენიანობის ოპტიმალური რეჟიმის შენარჩუნება;
  • გრუნტის დეზინფექცია;
  • შეწამლული სათესლე მასალის გამოყენება;
  • შესაბამისი ქიმიური წამლობების დროული და ხარისხიანი განხორციელება.

 ჭრაქი (პერონოსპოროზი)

საზამთროს ჭრაქი 

გამომწვევი – Рseudoperonospora cubensis

თავდაპირველად დაავადება ჩნდება ზრდასრულ ფოთლებზე, შემდეგ კი აზიანებს შედარებით ახალგაზრდა ფოთლებს. განვითარების საწყის ეტაპზე ფოთლის ზედა მხარეს ჩნდება ღია ყვითელი ფერის ლაქები. ფოთლის ქვედა მხარეს მსგავსი ლაქები ჩნდება მხოლოდ ნესტიანი ამინდების შემთხვევაში, მუქი იისფერი ნალექის სახით. დაავადებულ მცენარეებზე ნაყოფების გამონასკვა და დამწიფება ფერხდება.

ბრძოლის ღონისძიებები:

  • ნიადაგის ტენიანობის ოპტიმალური რეჟიმის შენარჩუნება;
  • მცენარეული ნარჩენების განადგურება;
  • შესაბამისი ქიმიური წამლობების დროული და ხარისხიანი განხორციელება.

მოზაიკა

საზამთროს მოზაიკა 

გამომწვევი ვირუსი ინახება სხვადასხვა სარეველებზე

საზამთროს მოზაიკა არის ვირუსული დაავადება. ფოთლებზე ფორმირდება ღია და ღია მწვანე ფერის უბნები. დაავადებული მცენარეები ჩამორჩებია ზრდაში. ნაყოფებზე ჩნდება სიმსივნეები, იწყება აჭრელების და დაფაცხავების პროცესი

ბრძოლის ღონისძიებები:

  • სათესლე მასალის დამუშავება;
  • ბრძოლა სარეველების წინააღმდეგ;
  • ნაკვეთის გაწმენდა მცენარეული ნარჩენებისაგან.

ნაცარი

საზამთროს ნაცარი

 

გამომწვევი –  Erysiphe cichoracearum, Sphaerotheca fuliginea.

დაავადევის გამომწვევი სოკოები იზამთრებენ სხვადაასხვა სახის სარეველა  მცენარეების ნარჩენებში, მათი გადაადგილება ხდება ქარის საშუალებით.

 დაავადების სიმპტომები – ფოთლები იფარება ლაქებით და ნაცრისებრი ნადებით.  იმ შემთხვევაში თუ ახალგაზრდა ფოთლებია დაავადებული, ისინი დიდხანს ვერ  ცოცხლობენ და იღუპებიან. დაზიანებული ნაყოფები ხასიათდებიან ცუდი გემური  თვისებებით, ნაკლებია შაქრიანობა და ხდება დეფორმირება.

ბრძოლის ღონისძიებები:

  • დაზიანებული ნაწილების ან მთლიანად, დაზიანებული მცენარეების მოცილება ნაკვეთიდან;
  • მცენარეული ნარჩენების განადგურება;
  • შესაბამისი ქიმიური წამლობების დროული და ხარისხიანი განხორციელება.

 საქართველოს აგრარიკოსთა მოძრაობა

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
Organic Life ამერიკელებს ჩურჩხელაზე გადასვლას ურჩევს
239 Views

შეწყვიტეთ ენერგეტიკული ბატონების ყიდვა - ჩაანაცვლეთ ის ყურძნის წვენისა და ნიგვზის ნაზავის ნუგბარით, მოუწოდებს ამერიკული პოპულარული გამოცემა

სრულად
სამკურნალო მცენარეები
შვიტა მინდვრის (Equisetum arvense) — სამკურნალო მცენარე
3646 Views

მინდვრის შვიტა (ლათ. Equisetum arvense) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა შვიტისებრთა ოჯახიდან. აქვს მცოცავი, რუხი-მოშავო ფესურა. ღერო ორგვარია:

სრულად
აგროკავკასია FB