კაკალი (Juglans Regia) ერთ-ერთი გამორჩეული ძვირფას ნაყოფიანი კაკლოვანი კულტურაა.
კულტურის ლათინური დასახელება Juglans Regia ღმერთის (იუპიტერის) სამეფო ნაყოფს აღნიშნავს. სხვადასხვა ენაზე ზოგჯერ უწოდებენ ბერძნულ კაკალს, სპარსულ კაკალს, ჩერქეზულ კაკალს, კარპატულ კაკალს, ინგლისურ კაკალს და ა.შ.
კაკალი წარმოდგენს მძლავრი ფესვთა სისტემით გამორჩეულ მრავალწლოვან ფოთოლმცვივან ძლიერი ზრდის ხეს, რომლის სიმაღლე 5 – 30 მეტრამდე მერყეობს.
იგი ბუნებაში გავრცელებულია კავკასიაში, ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში, ირანში, მცირე აზიაში, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, შუა აზიასა და ჩინეთში. მიჩნეულია, რომ მისი მრავალფეროვნებისა და წარმოშობის რამდენიმე ძირითადი ცენტრი არსებობს, რომელიც მოიცავს სამხრეთ კავკასიას, კარპატების მთიანეთს და შუა აზიას. საქართველოში კაკლის ველური ბუნებრივი კორომები გვხდება პანკისის ხეობასა და ალაზნის ველის ჭალებში.
კაკლის ნაყოფების საკვებად გამოყენებას 6000 – 8000 წლიანი ისტორია აქვს. როგორც ერთ-ერთი ადგილობრივ კაკალ-ნაყოფიანი კულტურას საქართველოში მას უძველესი დროიდან იცნობენ და ფართოდ იყენებენ. ამჟამად, კაკალი ერთ-ერთი სამეურნეო მეტად მნიშვნელოვანი კაკალნაყოფიანი კულტურაა, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით აშენებენ.
წყარო: ხეხილის ახალი ჯიშები და მათი თავისებურებები
დაკლიკეთ დოკუმენტზე (ფოტოზე) და წაიკითხეთ