ხანძრები კალიფორნიაში მეღვინეობას აზიანებს

მეღვინეობა

კალიფორნიაში ხშირი ხანძრები ხშირი მოვლენაა, თუმცა, ბოლო პერიოდში, ხანძრები ძლიერად აზიანებს ვენახებს და კვამლის ლაქიანობას აჩენს.

მეღვინეობა კალიფორნიის აგრარული სექტორის წამყვანი მიმართულებაა. დარგი ყოველწლიურად 40$ მილიარდ შემოსავალს ქმნის და დარგვიდან მოსავლამდე, შემდეგ კი დასაწყობებიდან გადამუშავებამდე ჯაჭვში ათიათასობით ადამიანს ასაქმებს.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ხანძრები სიხშირითა და მძიმე შედეგებით მზარდი იყო. 2020 წელს ჩრდილოეთ და ცენტრალურ კალიფორნიაში გაჩენილმა მასიურმა ხანძარმა ზეგავლენა მოახდინა ისეთ ცნობილ ღვინის რეგიონებზე, როგორიცაა ნაპა და სონომა, საგრძნობლად დააზიანა საღვინე ვაზის მოსავალი. კოლორადოს ხანძარი გახდა მეორე ყველაზე ცნობილი ხანძარი, რომელიც სიერა ნევადის მთიანეთშიც გავრცელდა. ხანძრის ნახევარზე მეტი მასის ჩაქრობას თვეზე მეტი დასჭირდა, დამწვარია 200 000 ჰექტარზე მეტი ელდორადოსა და ამადორის ოლქებში, ჩრთილოეთ კალიფორნიაში.

ხანძარი ყველაზე მეტად ორი მიმართულებით აზიანებს ვენახს. პირველი მოკლევადიანი დაზიანებაა, რომელშიც შედის დამწვარი ვენახები, დაზიანებული ინფრასტრუქტურა და შენობები, ასევე მუშების ევაკუაციის ხარჯები. მეორე, ცნობილი როგორც კვამლის ლაქიანობა, შესაძლოა დაკვამლიანების გამო ღვინის ტონებზეც იმოქმედოს.

მეღვინეებმა შეაძლოა დასაწყისში არ იცოდნენ დაზიანების შესახებ და ვერ გაატარონ ისეთი შესაბამისი ღონისძიებები, როგორიცაა, მაგალითად, მაცერაციის დროს კლერტის ამოღება, სხვა სტილის ღვინის დამზადება ან უფრო მსუბუქი დაპრესვით დაწურვა, მათ შიძლება დახარჯონ დიდი ფინანსური რესურსი და დაკვამლიანებით დაზიანება კი ღვინის დეგუსტაციისას გამოჩნდეს.

წარმომადგენელთა პალატამ კალიფორნიაში მიიღო ეროვნული დახმარების კანონპროექტი, რომელიც, სხვადასხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებთ 10 მილიარდი დოლარის კომპენსაციას ფერმერებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებლებისთვის ისეთი კატასროფებისგან მიყენებული ზიანის დროს, როგორიცაა ხანძარი.

მაგრამ San Francisco Chronicle – ის მიხედვით, ეფექტური დახმარების პაკეტის შესაქმნელად რამდენიმე დაბრკოლებაა, ჯერ-ჯერობით სენატის დასტურია საჭირო. San Francisco Chronicle-ის სტატიაში ხაზგასმულია კანონპროექტის ერთი პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ანაზღაურდება ხანძრისას დაზიანებული ყურძენი, მაგრამ არა აუცილებლად ის ყურძენი, რომელიც მეღვინეობის პროცესში კვამლის ლაქიანობით შექმნის პრობლემას.

წყარო: Modern Farm

თქვენი რეკლამა