მერძეული, პროდუქტიული ჯიშის თხა შვეიცარიიდან

თხა, ჯიში, მერძეული, მეთხევეობა

ალპიურმა თხამ სახელი მიიღო წარმოშობის ადგილის მიხედვით,  შვეიცარიის ალპებში ჩამოყალიბებული ერთ-ერთი უძველესი ჯიში.

ალპიური თხა ძალიან მოქნილია და განსაკუთრებული იმუნიტეტის გამო ადვილად ეგუება სხვადასხვა კლიმატურ პირობებს.

მეოცე საუკუნის დასაწყისში მისი მოშენება დაიწყეს საფრანგეთშიც და იტალიაშიც, შემდეგ აშშ-ში.

ამჯამად პოპულარულია რამდენიმე სახეობა მათ შორის:

  • შვეიცარიული ალპიური თხა;
  • ფრანგული ალპიური თხა;
  • ბრიტანული ალპიური თხა.

ჯიშის აღწერა და პროდუქტიულობა

→ ალპიური თხა მერძეული მიმართულებისაა;
→ სხვადასხვა შეფერილობისაა, თეთრიდან-შავამდე, ღია რუხიდან-მუქ ყავისფერამდე და ა.შ;
→ ბოტის სიმაღლე: 80-82 სმ. წონა: 76-77კგ;
→ დედალი თხის სიმაღლე: 65-75 სმ. წონა: 60-63კგ;
→ ლაქტაციის პერიოდი საშუალოდ: 9-11თვე;
→ წელიწადში რძე: 1200 – 1600 ლიტრი. ცხიმიანობა 3.5 %, ცილები 3%;
→ კარგი თვისებების გამო რძეს ძირითადად იყენებენ ყველის წარმოებაში;
→ ხორცის თვალსაზრისითაც საკმაოდ პროდუქტიულია.

ალპიური თხის მოვლას არ შეიძლება რთული ვუწოდოთ, ეს ცხოველი საოცრად ამტანია და გამოირჩევა გამძლეობით, სიმშვიდით, ადვილად ეგუება სხვდასხვა გარემო პირობებს.

განსხვავებულ გარემოსთან ადვილად ადაპტირებადი ალპიური თხა, ამ და სხვა დადებითი თვისებებისა და პროდუქტიულობის გამო გავრცელებულია მთელ მსოფლიოში.

სტატიას აქვს მხოლოდ საინფორმაციო ხასიათი.

იხილეთ აგრეთვე: მეგრული თხა – ხალხური სელექციით გამოყვანილი უძველესი ჯიში

თქვენი რეკლამა