ტოგენბურგული ჯიშის თხა (Toggenburg Goats), გამოყვანილია XVIII საუკუნში შუა შვეიცარიის დასავლეთ რაიონებში, ტოგენბურგის ხეობაში (Toggenburg Valley)-მრავალწლიანი სელექციის შედეგად.
შემდგომში შვეიცარული ჯიშის თხების შეჯვარებით, სხვადასხვა ქვეყნის ადგილობრივ ჯიშებთან გამოყვანილი იქნა ახალი ჯიშები: ბრიტანულ-ტოგენბურგული, ჩეხური და სხვა.
ტოგენბურგული ჯიშის თხა სხვადასხვა შეფერილობის გვხვდება.
ზაანურ, ალპურ, და ნუბიურ ჯიშის თხებთან შედარებით, ტოგენბურგული ჯიშის თხა მცირე ზომისაა: დედალი 66 სმ, 45-55 კგ. ბოტი 71 სმ, 60-80 კგ.
იქიდან გამომდინარე, რომ იგი გამოყვანილია მაღალმთიან რეგიონში, ხშირად საკმაოდ გრძელი მატყლი აქვს და კარგად ეგუება ცივ კლიმატს.
სარძეო პროდუქტიულობა 800-1000 კგ (ზოგიერთი 1200) ლაქტაციის პერიოდი 260-300 დღე, ცხიმიანობა საშუალოდ 4,0%.
ნაყოფიერება საშუალოდ 2 თიკანი ერთ დედა თხაზე.
სტატიას აქვს მხოლოდ საინფორმაციო ხასიათი და თხების ყიდვა-გაყიდვასთან კავშირი არ აქვს.
იხილეთ აგრეთვე: მეგრული თხა – ხალხური სელექციით გამოყვანილი უძველესი ჯიში