ზაანენური ჯიშის თხა (Saanen Goats ), გამოყვანილია XIX საუკუნის შუა წლებში შვეიცარიის ალპებში, მდინარე ზაანეს ხეობაში (Saanen Valley).
მრავალსაუკუნოვან ხალხურ სელექციასთან ერთად, ჯიშის გამოყვანაში მნიშვნელოვანი როლი შეიტანა: ზაანეს ხეობის ხელსაყრელმა ბუნებრივმა პირობებმა, დიდი რაოდენობით ალპურმა საძოვრებმა და რბილმა კლიმატმა.
ზაანენური თხა სარძევე ჯიშისაა, ამასთან საკმაოდ დიდი ზომისაა, მკვრივი აგებულების, უპირატესად დოლა (ურქო) და თეთრი ფერის.
ამ ჯიშის თხები გამოირჩევიან თავისი წონით: ბოტის ცოცხალი წონა 70-80 კგ-ია, დედალი თხის 50-60 კგ. და ნაყოფიერებით: 100 დედა თხაზე 180-250 თიკანი.
ზაანენური ჯისის თხას გამორჩეული აქვს წველადობაც-საშუალოდ 280-300 მოწველა წელიწადში, ლაქტაციის პერიოდი საშუალოდ 9-10 თვე. რძის რაოდენობა დაახლოებით 650 ლიტრი (საუკეთესო ფერმებში ზოგიერთი მონაცემით 800-1000 ლიტრი), ცხიმიანობა 4%.
ამ ჯიშის თხა ადვილად ეგუება, სხვადასხვა კლიმატურ პირობებს და ერთობ პოპულარულია მთელ მსოფლიოში.
სტატიას აქვს მხოლოდ საინფორმაციო ხასიათი და თხების ყიდვა-გაყიდვასთან კავშირი არ აქვს.