ჩითილების გამოყვანის მეთოდები და თავისებურებები

892 Views

ჩითილს, ძირითადად, ვაწარმოებთ პამიდორის, წიწაკის, ბადრიჯნის, სხვადასხვა კომბოსტოების, გოგროვნებისას და სხვა ნაკლებად გავრცელებული ბოსტნეულის წარმოებისას.

ღია გრუნტისათვის აღნიშნული კულტურების ჩითილი გამოგვყავს 25 — 70 დღის განმავლობაში.

კვალსათბურებში, სათბურში, ღია გრუნტში და ა.შ. ჩითილის მისაღებად თესვა წარმოებს მოცემული კულტურების ღია გრუნტში თესვამდე 30-40 დღით ადრე და ეს გვაძლევს საშუალებას გადაირგოს მუდმივ ადგილზე 35-60 დღის ხნოვანების მცენარეები, რათა მივიღოთ საადრეო მოსავალი.

ჩითილის გამოზრდის ტექნოლოგიურმა პროცესებმა ძირითადში უნდა უზრუნველყოს ჯანმრთელი და სტანდარტული ჩითილის მიღება, ის უნდა იყოს კარგად განვითარებული – როგორც მიწისზედა ორგანოები (ღერო, ფოთოლი), ასევე ფესვთა სისტემა, რაც მისი გახარების მაღალი პროცენტის გარანტიაა.

ოპტიმალური ტემპერატურა, განათება, კვება და წყალი საერთოდ მაღალი ხარისხის ჩითილის მიღების გარანტიაა.

ქვემოთ ცხრილში მოცემულია ზოგიერთი ბოსტნეულის კულტურების ჩითილის გამოზრდის თავისებურებები:

ჩითილი

ჩითილის გამოზრდის მეთოდი

მაღალი ხარისხის სტანდარტულ ჩითილს უნდა ჰქონდეს კარგად განვითარებული ფესვთა სისტემა; დაბალი, მსხვილი, სწორი ღერო – მოკლე მუხლთშორისებით, არამსხვილი წვრილუჯრედებიანი ფოთლები.

გადარგვამდე ჩითილი უნდა შეიწამლოს მავნებელ-დაავადებების საწინააღმდეგოდ და ამოღების წინ მოირწყას, რათა ჩითილს სრულად გაყვეს ფესვთა სისტემა, რაც გახარების მაღალი პროცენტის საწინდარია.

ჩითილის გამოყვანისას არასწორად შერჩეული ტექნოლოგია, ასევე ჩითილების დაგვიანებით გადარგვა იწვევს მცენარეების აწოწვას, ჩითილის გადაზრდას და ხარისხის მკვეთრად გაუარესებას.

ეს რომ არ მოხდეს, საჭიროა თესვა დაიგეგმოს იმ ანგარიშით, რომ შეიძლებოდეს ჩითილების დროულად ამოღება და გადარგვა.

ბოსტნეული კულტურების თესლის ხარისხი

ბოსტნეული კულტურების მაღალი და მყარი მოსავლის მისაღებად მნიშვნელოვანია თესლის ხარისხი.

ბოსტნეული კულტურების ერთი ნაწილი — კიტრი, პომიდორი, ნესვი – კარგი აღმოცენებით ხასიათდება, მეორე ნაწილი — სტაფილო, ნიახური კარგი აღმოცენებით არ გამოირჩევიან. თესლის ხარისხი დამოკიდებულია შენახვის პირობებზე.

შენახვის დროს უნდა გაკონტროლდეს, როგორც თესლის, ისე საცავის ჰაერის ტენიანობაც. ჭარბი ტენიანობა იწვევს თესლზე სხვადასხვა ბაქტერიების და სოკოების განვითარებას, თესლის თვითჩახურებას და დალპობას.

თესლის ხარისხის განმსაზღვრელი ძირითადი მაჩვენებელია: აღმოცენება, გაღივების ენერგია, სისუფთავე, სარეველებით დასარევლიანება, დაზიანება მავნებლებით და დაავადებებით, თესლის სისრულე და ტენიანობა.

თესლის აღმოცენების უნარი მოსავლიანობის განსაზღვრის ძირითადი მაჩვენებელია. იგი განისაზღვრება პროცენტებში თესლების საერთო რიცხვიდან, რომლებიც აღებულია გაღივებაზე საანალიზოდ.

საანალიზოდ იღებენ წმინდა თესლის ოთხ ნიმუშს, თითოეულს 100 ცალის ოდენობით. გადათვლილ თესლებს ცალკ-ცალკე ვათავსებთ გასაღივებლად, სველ ქვიშაში, ფილტრის ქაღალდზე ან თეფშზე.

გაღივებისათვის საჭიროა ტემპერატურა, რისთვისაც იყენებენ თერმოსტატს ან ოთახის ტემპერატურაზე 18 გრადუსზე. გაღივება უნდა მოხდეს ბნელ გარემოში. თესლის გაღივების დროს მნიშვნელოვანია გაღივების ენერგიის განსაზღვრაც. ამისათვის გაღივებული თესლის აღრიცხვას აწარმოებენ.

ჩითილების გამოყვანის მეთოდები და თავისებურებები

საღი და ძლიერი ჩითილის მისაღებად აუცილებელია თესლის წინასწარ მომზადება. თესლის წინასწარ მოსამზადებელი ღონისძიებები ზრდის მის აღმოცენების ენერგიას, არახელსაყრელი პირობებისადმი გამძლეობის უნარს, სპობს თესლზე არსებულ დაავადებათა გამომწვევებს და ხელს უწყობს მოსავლის ნაადრევ შემოსვლას.

თესლის თესვისწინა დამუშავება დიდ ეკონომიკურ ეფექტს იძლევა. მაღალხარისხიანი ჩითილის მისაღებად თესლს ალბობენ მიკროელემენტების ხსნარში. დალბობა გრძელდება 12 — 24 საათი. თესლის დამუშავება მიკროელემენტების ხსნარით უფრო ეფექტურია, ვიდრე ნიადაგში მათი დიდი დოზებით შეტანა.

კიტრისა და პომიდორისათვის ჩითილების გამოყვანისათვის შეიძლება ვისარგებლოთ თესვისა და ჩითილის გადარგვის სავარაუდო ვადებით.

კიტრისათვის 1000 მარცვლის მასა მერყეობს 34,2 — 39,5 გრ-ის ფარგლებში, პომიდორისათვის — 3,0 — 4,0 გრ.

კვალსათბურებში ჩითილის გამოსაყვანად საჩითილე კვალში თესვას იწყებენ, როდესაც მიწა გათბება 25 – 300C -მდე. ჩათესვის სიღრმე დამოკიდებულია თესლის სიმსხოზე. თესლი უნდა დაიფაროს თესლის სიმსხოს ორმაგი ოდენობის მიწით.

თესლი დათესვისთანავე უნდა მოირწყას. პირველ დღეებში სინათლე საჭირო არ არის და სითბოს შესანარჩუნებლად საჩითილე კვალი დაიფაროს ჭილობებით ან ნამჯით. აღმოცენებისთანავე აუცილებელია ჭილობების და ნამჯის მოშორება.

აღმოცენების პირველივე დღეებიდან მცენარე უზრუნველყოფილი უნდა იყოს სინათლით, სითბოთი და ჰაერით. საჩითილე კვალში სქელი ნათესის შემთხვევაში, აღმონაცენს ლებნის ფოთლების ან 1 — 2 ნამდვილი ფოთლის ფაზაში, მცენარეებს გადარგავენ ისევ საჩითილეში, უფრო დიდ კვების არეზე.

ჩითილის გამოყვანის მეთოდებს შორის ერთ-ერთი საუკეთესოა ჩითილის მიღება ტორფნეშომპალიან ქოთანში. ასეთ პირობებში გამოყვანილი ჩითილის ფესვი არ ზიანდება, ფესვთა სისტემა ძირითადად ვითარდება ქოთნის სივრცეში, გადარგული მცენარის ზრდა არ ჩერდება, უზრუნველყოფილია საკვები ნივთიერებებით და იძლევა საადრეო და მაღალ მოსავალს.

ტორფნეშომპალიანი ქოთნების დასამზადებლად იყენებენ: ტორფს, ნეშომპალას, ყამირ მიწას, ახალ ნაკელს და ქვიშას. ნაზავში უმატებენ მინერალურ სასუქებს. შემადგენლობის შეფარდება დამოკიდებულია ქოთნის დანიშნულებაზე. ქოთნის შემადგენლობა შესაზლოა შეიცვალოს. სილის ნაცვლად იღებენ ნახერხს, ტორფის ნაცვლად ნეშომპალას.

ქოთნების დასამზადებლად შემადგენლობის მოცულობითი ნაწილი ასეთია: ტორფი – 7 წილი; ბიოჰუმუსი ან კომპოსტი – 2 წილი; ტყის მიწა – 1 წილი; ნაზავს კარგად აურევენ, დაუმატებენ წყალს და მოზელილი მასისგან ამზადებენ სასურველი ზომის ქოთნებს.

ჩითილების გამოყვანის გავრცელებული ხერხია მათი წარმოება საჩითილე პოლიეთილენის კასეტებში. ასეთი კასეტები მოსახერხებელია ჩითილის მექანიზებული გადარგვისათვის.

ჩითილის გამოზრდისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ქოთანში შეტანილი მკვებავი არე, რომელიც უნდა ხასიათდებოდეს შემდეგი ფიზიკური თვისებებით: წყალტევადობა – 45-55%; აირტევადობა – 20-40%; ფორიანობა – 65-90%; კულტურების მიხედვით შეიძლება მონაცემთა კორექტირება. ტორფის ნაზავი მჟავეა და ხშირად საჭიროა კირის დამატება. pH სასურველია იყოს 6,2-6,5;

გადარგვისას კიტრის ჩითილი უნდა იყოს 20-25 სმ სიმაღლის, ჰქონდეს 4-6 ნამდვილი ფოთოლი, მუხლთშორისებს შორის მანძილი 3-5 სმ, ფოთლის სიგანე 12-15 სმ, მცენარე უნდა იწონიდეს 20-30 გ-ს.

საჩითილე მიწა კარგად უნდა იყოს დაქსელილი ფესვებით, ქოთნიდან ამოღებისას არ უნდა იშლებოდეს, ფესვი უნდა იყოს თეთრი, წვერზე არ უნდა ჰქონდეს მურა ფერი, მიწას უნდა ჰქონდეს კიტრის მკვეთრი სუნი. ჩითილი უნდა იყოს საღი, დაუავადებელი და მავნებლებისაგან დაუზიანებელი.

პომიდორის ჩითილი უნდა აკმაყოფილებდეს: სიმაღლე 15-20 სმ, კარგად განვითარებული 2-3 წყვილი ფოთოლი, ღერო 6-8 სმ დიამეტრის, კარგად ფორმირებული, ქოთნის ნაზავი კარგად დაქსელილი ფესვებით, ჩითილი უნდა იყოს საღი, დაუავადებელი და მავნებლებისაგან დაუზიანებელი.

„ჩვენი სოფელი“

იხილეთ გარეთვე: შეცდომები ბოსტნეულის ნერგის (ჩითილის) გამოყვანის დროს

გაუზიარეთ მეგობრებს

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ორგანული (ბიო, ეკო) პროდუქტების ერთობლივი შესყიდვები
971 Views

ორგანული (ბიოლოგიურად სუფთა) პროდუქტების პოპულარობის ზრდის ფონზე, იზრდება ადგილობრივ ფერმერებთან პირდაპირი კავშირების საჭიროება. ხშირად მომხმარებელისთვის ძნელია ინფორმაციის მოპოვება სხვადასხვა პროდუქტზე, გარდა ამისა სიძნელეს ქმნის რაოდენობაც. თუ მომხმარებელს, გარკვეული

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ქლიავი — სასარგებლო და სამკურნალო თვისებები
154 Views

ქლიავი (Prunus domestica) – სამკურნალოდ გამოიყენება ნედლი ნაყოფი, ფოთოლი და ჩირი. თავისი კვებითი ღირებულების წყალობით, ქლიავი ნერვულ სისტემას ამაგრებს და ტვინის მუშაობას აუმჯობესებს. ორგანიზმს წმენდს და მის ვიტამინურ მარაგს ავსებს. ქლიავი თავისი დიდებული ბიოლოგიური თვისებებით ფართოდ

სრულად
აგროკავკასია FB