ავოკადო — თესვა, დარგვა, ბაღის გაშენება, ჯიშობრივი ჯგუფები

6822 Views Comment Off

ზოგადი ინფორმაცია

ავოკადო (ლათ. Persea americana) წარმოადგენს 6–20 მეტრის სიმაღლის ტროპიკულ ხეს. იზრდება მექსიკიდან ბრაზილიამდე. დღესდღეობით ახარებენ მთელ ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზონაში.

აქვს ელიპსური ფორმის, წაწვეტებული ბოლოს მქონე, პრიალა, ღია ან მუქი მწვანე, მეორე მხარეს რუხი ფერის ფოთლები, რომლებიც ფორთოხლის ფოთლებს წააგავს.

აქვს დიდი 100–300 ყვავილისგან შემდგარი ყვავილედები, რომელთაგან მტვრიანდება მხოლოდ დაახლოებით 0,1%, რისი მიზეზიც ის არის, რომ ყვავილობის პირველ დღეს მწიფეა მხოლოდ ბუტკო, მტვრიანები კი ჯერ კიდევ განუვითარებელია.

შემდგომ ყვავილი ერთი დღით იხურება. მომდევნო დღეს კი ისევ იშლება, მტვრიანები უკვე მომწიფებულია, მაგრამ ბუტკო უკვე დამჭკნარია. გარდა ამისა, ყვავილები მომწიფებული მტვრიანებითა და ბუტკოებით დღის სხვადასხვა მონაკვეთში იშლებიან. ავოკადოს ნაყოფი კვერცხის ან მსხლის ფორმისაა.

სამრეწველო დანიშნულებით მოჰყავთ: ლათინური ამერიკის ქვეყნებში, ისრაელში, ესპანეთში, აშშ, ავსტრალიაში, ჩინეთში და ა.შ.

ჯიშობრივი ჯგუფები

ავოკადოს ჯიშები იყოფა სამ გეოგრაფიულ ჯგუფად:

  • ანტილიური (ტროპიკული) ჯგუფი ხარობს ტროპიკულ დაბლობებზე (ზღვის დონიდან 800 მეტრის სიმაღლეზე). მაგალითად, ამ ჯგუფს მიეკუთვნება შემდეგი ჯიშები „ვალდინი“, „სიმონდსი“ და „შავი პრინცი„ მგრძნობიარეა ყინვისადმი. ავოკადოს ნაყოფი 0,4–1,5 კგ–ს იწონის;
  • გვატემალური (ნახევრადტროპიკული) ჯგუფის სამშობლოა ტროპიკული მთიანი ზონები (800–2800 მეტრი ზღვის დონიდან). მოცემული ჯგუფის ტიპიურ წარმომადგენლებს მიეკუთვნებიან „ბემიკი“ და “ჰასი“. ამ ჯიშებს მოკლე ხნის მანძილზე შეუძლიათ გაუძლონ 0 C°–მდე ტემპერატურას. ნაყოფი 0,5–1,5 კგ–ს იწონის;
  • მექსიკური (სუბტროპიკული) ჯგუფის სამშობლოა მექსიკის სუბტროპიკული ზონა. ამ ჯგუფს მიეკუთვნება ყინვისადმი მეტად გამძლე ჯიშები (მცირე ხნის განმავლობაში შეუძლიათ – 4 C° ტემპერატურის გაძლება). მოცემული ჯგუფის ჯიშები ყველაზე მეტად არის გავრცელებული. ამ ფგუფს მიეკუთვნება „გოტფრიდი“ და „ფერნოდი“. ნაყოფი პატარაა (250 გრამამდე).

დღესდღეობით არსებობს ორი ჯგუფის (უფრო ხშირად გვატემალური და მექსიკური) ჯიშების შეჯვარებით გამოყვანილი ჯიშებიც. ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა მხოლოდ მექსიკური ჯგუფის ჯიშებს გააჩნიათ.

საქართველოში ავოკადო პირველად 1904 წელს შემოიტანეს, სოხუმის ბოტანიკურ ბაღში, 1913 წელს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში და შემდეგ თანდათან მოიკიდა ფეხი.

საქართველოში გავრცელებული იყო ჯიშები: მექსიკოლა, პუებლა, ფუერტე.

სასარგებლო თვისებები

ავოკადო მსოფლიოში ერთერთ ყველაზე სასარგებლო საკვებ ხილად არის ცნობილი. მისი ენერგეტიკული ღირებულება 840 100 გრ რბილობზე კილოჯოულის ტოლია (შედარებისათვის ბანანის ენერგეტიკული ღირებულება 355 კილოჯოულია, მანგოსი – 215, პაპაიას – 180, პომიდვრის – 90, კიტრისა კი მხოლოდ 0,64). შეიცავს A, B, C, D, K ვიტამინებს.

გამრავლება

ავოკადოს გამრავლება ყველაზე მარტივად თესლებით ხდება. ბაღის გასაშენებლად უმჯობესია შეიძინოთ ნერგები, საიმედო სანერგეში.

მრავლდება მყნობითაც, მყნობას ატარებენ მაისში ან აგვისტო-სექტემბერში, როდესაც მათში ინტენსიურია წვენის მოძრაობა.

სანამყენე კვირტებს იღებენ ერთწლიანი ტოტებიდან. მყნობას ატარებენ იმავე წესით, როგორც ციტრუსოვანებზე. სტანდარტული ნერგების გამოყვანისთვის საჭიროა 1-2 წელი.

თესვა

თესლები კარგად აღმოცენდება თუ თესვა ტარდება ნაყოფიდან თესლის გამოღებისთანავე. თესვის წინ თესლები ნახევრამდე წყალში უნდა დალბეს, ბლაგვი მხრით ფსკერისკენ.

თესლი მიწაში თავსდება ფუძით და ნაწილობრივ იფარება მიწით. ნიადაგი უნდა იყოს ტენიან მდგომარეობაში. თესლი ნელა აღმოცენდება. როცა აღმოცენებული მიაღწევს 10-12 სმ სიმაღლეს, უნდა გადაირგოს.

ტენიან სილაში შენახული თესლი აღმოცენების უნარს არ კარგავს ორი-სამი თვის განმავლობაში. თესვა ხდება სათბურებში ან კარგად მომზადებულ კვალებში.

თესვა ბინაში

მისი გამოზრდა შეიძლება ბინაში, ოფისში ან სათბურში. ზაფხულობით შეგიძლიათ გაიტანოთ აივანზე ან ბაღში.

თესლები ჩათესეთ ¾–ზე ბლაგვი მხრით დაბლა. სასურველია თითო–თითოდ დიდი ქოთნებში, თავზე შუშა გადააფარეთ. ქოთანში შენარჩუნებულ იქნება ტენიანი გარემო, რომელიც აღმოცენებას დააჩქარებს.

დასათესი სუბსტრატი (ნიადაგი) აირჩიეთ მსუბუქი და ჰაეროვანი, რათა ზედმეტი წყალი მაშინვე ჩამოდინდეს. მინის თავსაფარი ყოველდღე ნახევარი საათით მოაშორეთ, რომ თესლები ობით არ დაიფაროს.

სახლის პირობებში ავოკადო იშვიათად ყვავილობს და იძლევა ნაყოფს.

მაღაზიაში ნაყიდი ავოკადოს თესლებიდან თითქმის არ ხერხდება მცენარის გახარება,  რადგან ნაყოფი იშვიათად არის დაკრეფილი სიმწიფის პერიოდში, ასეთ ნაყოფს კია გააჩნია აღმოცენების უნარი.

ნიადაგი

ავოკადო ნიადაგის მხრივ მომთხოვნი არ არის. შესაბამისად ნარგავებისთვის გამოიყენება სხვადასხვა ტიპის ნიადაგი. მისთვის მისაღებია ნახევრად მჟავე ნიადაგიც, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება მებაღეობაში.

ვერ იტანს ნიადაგის ჭარბტენიანობასა და გრუნტის წყლების სიახლოვეს. ასევე, სუსტად ვითარდება გამომშრალ ნიადაგზე. ზედმეტი მორწყვა საჭირო არ არის, თუმცა გვალვის დროს ცვივა ფოთლები და საჭიროა დროდადრო წყლის შესხურება.

ტემპერატურა

ავოკადოს სახეობათა შორის, მეტი ყინვაგამძლეობა ახასიათებს მექსიკურ სახეობებს.

მოზრდილი ავოკადო უძლებს მინუს 10 გრადუსამდე ყინვას, თუმცა ახალგზარდა მცენარეები პირველ 2-3 წელიწადს მაინც, უნდა დავიცვათ მსგავსი ყინვებისგან. იგი ტენის მოყვარული მცენარეა. ამიტომ უკეთესად ვითარდება ტენიანი სუბტროპიკულ პირობებში. იდეალური ტემპერატურა 25 C°–ია.

ავოკადოს ბაღის გაშენება

ავოკადოს ბაღის გასაშენებლად უნდა შევარჩიოთ განათებული და ქარისგან დაცული ადგილი. ფერდობების შერჩევისას უმჯობესია დასავლეთი, სამხრეთ-დასავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთ დაქანებები.  კარგად ხარობს ღრმა ალუვიურ ნიადაგებზე.

დარგვამდე ნიადაგი იხვნება 18-20 სმ სიღრმეზე, წინასწარ ერთი თვით ადრე მზადდება 90 სმ სიგანის და 40 სმ სიღრმის ორმოები. დარგვის საუკეთესო დროდ გაზაფხული, აპრილის თვე ითვლება.

დარგვის სქემა: ავოკადო უნდა დაირგოს 6-8 მ. რიგებს და 5-6 მ. რიგებში მცენარეთა შორის დაშორებით.

თუ მცენარეების გადრგვა ხდება სიცხეების დროს უნდა დაიჩრდილოს, ხოლო ბუდნები მორწყვის შემდეგ დაიმულჩოს მცენარეული მასალით. ნარგავების მოვლა ისეთივე წესით ტარდება, როგორც სუბტროპიკული ხეხილოვანი მცენარეებისთვის.

მოსავალი

ავოკადო მსხმოიარობას იწყებს დარგვიდან 4-5 წლის შემდეგ.

ავოკადო ჯიშებიდან გამოდინარე მწიფდება, აგვისტოდან დეკემბერის ჩათვლით.
ნაყოფის ზომა ჯიშების, გარემო პირობების და მოვლის მიხედვით 5-20სმ.
ნაყოფი მასა მერყეობს 50 გრამიდან-1.5კილოგრამამდე (ზოგჯერ მეტიც).
ნაყოფის რაოდენობა ერთ ხეზე სხვადასხვა კრიტერიუმებიდან გამომდინარე საშუალოდ 200 – 500 ცალი.

შენიშვნა: ავოკადოს ფოთლები, ქერქი და კურკა შეიცავს პერსინს (Persin), რომელმაც ალერგიული რეაქცია შეიძლება გამოიწვიოს, როგორც ადამიანებში ისე ცხოველებში.

„აგროკავკასია“ გისურვებთ წარმატებებს!

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
რატომ მოჰყავთ ფერმერებს საზამთრო სიმაღლეზე
3288 Views

საზამთროს „ხეები“ ეს არც დეკორაცია და არც ზღაპარი, არამედ ისრაელის ფერმერებში საზამთროს მოყვანის გავრცელებეული პრაქტიკაა. საზამთროს ვერტიკალური

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ალუბალი — სასარგებლო და სამკურნალო თვისებები
187 Views

ალუბალი (ლათ. Prunus cerasus) – ფართოდ გავრცელებული მცენარეა. მისი ნაყოფი შეიცავს 17,5% შაქრებს 08-2,7% ორგანულ მჟავებს, 0,2% მთრიმლავ ნივთიერებებს, ვიტამინებს: A, B, C, PP.

სრულად
აგროკავკასია FB