აზერბაიჯანმა 2023 წელს 52,9 მილიონი დოლარის ღირებულების, 91,229 ათასი ტონა ახალი ვაშლის ექსპორტი განახორციელა, აცნობეს ქვეყნის მთავრობაში Interfax-Azerbaijan-ს.
2022 წელთან შედარებით ექსპორტი რაოდენობრივად 10.9%-ით გაიზარდა, შემოსავალი კი 10%-ით.
ძირითადი ექსპორტი რუსეთში გადიოდა. კერძოდ, 2023 წელს რუსეთის ფედერაციაში ექსპორტირებულია 51,75 მლნ აშშ დოლარის ღირებულების (ზრდა 3,1%) 79,548 ათასი ტონა ახალი ვაშლი (ზრდა 3,2%) ზოგადად, აზერბაიჯანიდან ვაშლის ექსპორტის 87,2% რუსეთის ფედერაციაზე მოდის.
აზერბაიჯანმა 2022 წელს 82,291 ათასი ტონა ახალი ვაშლი გაიტანა. 2021 წელთან შედარებით ექსპორტი რაოდენობრივად 23.1%-ით გაიზარდა, შემოსავალი კი 39.2%-ით.
იხილეთ აგრეთვე: ვაშლის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია