ნერგისა და ნიადაგის დარგვისთვის მომზადება ორგანულ მეურნეობაში

ნერგი, ნერგები, დარგვა, ბიო, ორგანული, მეურნეობა

ნერგების მომზადება

მცენარის დარგვამდე ნერგების ფესვთა სისტემა 12 საათის განმავლობაში ჩაალბეთ შემდეგი სახის ნარევში:

50 ლიტრ წყალში გახსენით – ერთი ლიტრი ორგანიკა, ერთი ლიტრი ბიოკატენა, მიკორიზა, მიწა ან კომპოსტი (ნიადაგში ნემატოდების არსებობის შემთხვევაში აღნიშნულ ნაზავს დაუმატეთ ერთი ლიტრი ნემატოფაგი) და მოურიეთ კარგად, ისე რომ მიიღოთ ფაფისებრი მასა.

სამუშაო ნარევში მოთავსდება:

• ხეხილის ნერგი – 150- 200 ძირი;
• კაკლოვანი – 120- 150 ძირი;
• ვაზი – 150 – 200 ძირი;
• კენკროვანი კულტურები – 100 – 150 ძირი.

რატომ არის რეკომენდირებული ამ პროცედურის ჩატარება?

• ვითარდება ფესვთა სისტემა;
• იზრდება მცენარის გამძლეობა;
• მცენარე მდიდრდება სასარგებლო მიკროორგანიზმებით;
• ჩალბობის შემდეგ მცენარის ფესვთა სისტემას გადარგვის დროს თან მიჰყვება სასარგებლო მიკროორგანიზმები, რომლებიც შემდეგ ნიადაგში განაგრძობენ განვითარებას.

ნერგი, ნერგები, დარგვა, ბიო, ორგანული, ბაღი

დარგვამდე, შეგიძლიათ მცენარის ნერგი მავნებელ – დაავადებებზე „ბიოაგროს“ ლაბორატორიაში შეამოწმოთ და ამ მავნებელ – დაავადებების პრევენცია დასაწყისშივე მოახდინოთ.

ნერგი, ნერგები, დარგვა, ბიო, ორგანული, ბაღი

ნიადაგის მომზადება

ზოგიერთი ნიადაგი მნიშვნელოვნად განიცდის მიკროელემენტების ნაკლებობას, რომლებიც მცენარის ზრდა – განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. რამდენიმე ელემენტის ნაკლებობა საქართველოს უმეტეს რეგიონებში გამოკვეთილია.

ორგანული სასუქი ბიომიქსი (დოზირება

დარგვამდე ნიადაგის გასანოყიერებლად, ორგანული მასის გასაზრდელად და სასარგებლო მიკროფლორის შესაქმნელად ნიადაგში ჩაკეთების წესით შეიტანეთ მყარი ორგანული სასუქი ბიომიქსი (დოზირება სხვადასხვა კულტურისთვის სხვადასხვაა).

ორგანული სასუქი ბიომიქსი დოზირება

• ხეხილის ნერგი – 200 – 250 მლ.ლიტრი ერთ ძირზე;
• ციტრუსები – 250 – 300 მლ.ლიტრი ერთ ძირზე;
• კაკლოვანი – 200 – 250 მლ.ლიტრი ერთ ძირზე;
• ვაზი – 200 – 250 მლ.ლიტრი ერთ ძირზე;
• კენკროვანი კულტურები – 100 – 150 მლ.ლიტრი ერთ ძირზე.

სტატია მოგვაწოდა მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრმა „ბიოაგრო“.

დამატებითი კითხვებისთვის გადადით (დაკლიკეთ) ბმულზე: http://bioagro.ge/

ორგანული სასუქი ბიომიქსი (დოზირება

თქვენი რეკლამა