შიდა ქართლის რეგიონში ხეხილის ახალი ბაღი გაშენდა

206 Views

შიდა ქართლის მაცხოვრებელმა კონსტანტინე დავითაშვილმა აგოპროექტ „დანერგე მომავალის“ ფარგლებში ახალი ხეხილის ბაღი გააშენა.

ქარელის რაიონის სოფელ აფნისის მკვიდრი კონსტანტინე დავითაშვილი პროგრამაში 2016 წელს ჩაერთო და 15.1 ჰექტარზე ბლის ბაღის გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 100 000 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო.

მიღებული დაფინანსებიდან 68 040 ლარი ნერგებზე ხოლო 31 960 ლარი წვეთოვანი სისტემებისთვის იყო განკუთვნილი.

შიდა ქართლში: გორის, ქარელის, კასპის და ხაშურის რაიონებში 603 ჰა მიწის ფართობზე წლის ბოლომდე ვაშლი, ქლიავი, ატამი, ბალი და ნუში გაშენდება.

ახალი ხეხილის ბაღების გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით გაშენებული ფართობი 1470 ჰა-ს ხოლო დაფინანსების მოცულობა 7.7 მილიონ ლარს აღემატება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროგრამის „დანერგე მომავალი“ განხორციელება 2015 წლიდან დაიწყო.

მისი მიზანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (თბილისის, რუსთავის, ბათუმის, ქუთაისის და ფოთის გარდა) სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა, მრავალწლოვანი ბაღების გაშენება და სანერგე მეურნეობების მოწყობა.

აგროპროექტ „დანერგე მომავალის“ ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს:

  • ბაღის გაშენების შემთხვევაში — ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს;
  • სანერგე მეურნეობის შემთხვევაში — მეურნეობის შექმნის ღირებულების 50 % -ს.

წყარო: სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
სამკურნალო მცენარეები
წითელი მოცვი — სამკურნალო თვისებები — ნაყენის და ნახარშის რეცეპტი
2187 Views

წითელი მოცვი მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარეა, 25-30 სმ-ის სიმაღლის, მცოცავი ჰორიზონტალური ფესურით, რომელიც ნიადაგის ზედაპირულ

სრულად
აგროკავკასია FB