ქართული ლურჯი მოცვი არაბეთის ემირატებში ექსპორტზე გავიდა

261 Views

მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით, ქართული ლურჯი მოცვი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ექსპორტზე გავიდა

2016 წლის მაისში არაბთა გაერთიანებული საემიროების ბიზნეს წრეების წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტმა და ექსპორტის შესაძლებლობების განხილვამ პირველი შედეგი უკვე გამოიღო.

ლურჯი მოცვის მწარმოებელი კომპანიაა «Vanrik Agro Group“, რომელმაც ქართული პროდუქცია დუბაიში უკვე გააგზავნა და არაბულ ბაზარზე დიდი დაინტერესების გათვალისწინებით დამატებით შეკვეთებსაც ელოდება. კომპანიის თანადამფუძნებელია საპარტნიორო ფონდი.

მაისში, არაბულ მხარეს მეწარმეობის განვითარების სააგენტომ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად უმასპინძლა და ქართული პროდუქცია გააცნო. ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაიგეგმა დელეგაციის წარმომადგენლების ქართულ საწარმოებში სტუმრობა და მათთვის სამუშაო პროცესის გაცნობა.

დუბაის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და სავაჭრო ქსელის Baqer Mohebi წარმომადგნელებს, შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ 25 ქართული კომპანიის წარმომადგენლებს სხვადასხვა სექტორიდან და განეხილათ სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.

საექსპორტო შესაძლებლობების კუთხით, არაბულ მხარესთან განხილულ იქნა მწვანილის, ბოსტნეულის, ხილის, წვენების, ლიმონათების, მინერალური წყლის და საკვები პროდუქტების გატანის შესაძლებლობები…

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
სამკურნალო მცენარეები
წითელი მოცვი — სამკურნალო თვისებები — ნაყენის და ნახარშის რეცეპტი
2152 Views

წითელი მოცვი მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარეა, 25-30 სმ-ის სიმაღლის, მცოცავი ჰორიზონტალური ფესურით, რომელიც ნიადაგის ზედაპირულ

სრულად
აგროკავკასია FB