განვითარებადი ქვეყნებიდან ევროპაში კენკროვანი კულტურების იმპორტი, უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში გაორმაგდა და კვლავაც განაგრძობს ზრდას.
მომხმარებლის ცნობიერებაში კენკროვანი კულტურები ერთ-ერთ ყველაზე ჯანსაღ პროდუქტთან ასოცირდება და შესაბამისად, დიდი პოპულარობით სარგებლობს ევროპულ ბაზარზე.
მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში კენკრის მრავალი სახეობა მოჰყავთ, აღნიშნულ პროდუქტზე მოთხოვნა მნიშვნელონად აღემატება ევროპული წარმოების მასშტაბებს.
კენკროვან კულტურებზე მოთხოვნის ნაწილი კმაყოფილდება განვითარებადი ქვეყნებიდან იმპორტირებული პროდუქციით.
მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში მოჰყავთ კენკროვანი კულტურების მრავალი სახეობა, არასეზონურ პერიოდში საჭირო ხდება პროდუქციის იმპორტი განვითარებადი ქვეყნებიდან.
საქართველოში ბოლო წლებში, ინტენსიურად დაიწყო კენკროვნების წარმოება, შესაბამისად ჩვენი აზრით, მწარმოებლებისთვის საინტერესო იქნება ექსპორტის გზამკვლევი, რომელიც USAID / REAP პროექტმა, CBI-სთან შეთანხმებით თარგმნა.
დაკლიკეთ დოკუმენტზე (ფოტოზე) და წაიკითხეთ