ზეთოვანი სელის ნედლეულზე მოთხოვნა ბევრად აღემატება მიმდინარე სეზონის მიწოდების დონეს. ეს უნიკალური სიტუაციაა მსოფლიო ბაზრისთვის.
ამის შესახებ შპს Severnoye Zerno-ს დამფუძნებელმა ევგენი კარაბანოვმა საერთაშორისო კონფერენციაზე ისაუბრა, წერს საინფორმაციო სააგენტო APK-Inform.
„თუ წინა წლებში ჩვენ ვიხილეთ მიწოდების მაღალი დონე და ჭარბი გადამუშავება, დღეს რიცხვები არა მხოლოდ თანაბარია, არამედ მიწოდება დაახლოებით 100 ათასი ტონით დაბალია მოთხოვნაზე. მხოლოდ ნარჩენები დაგვეხმარება, რაც, სხვათა შორის, ძალიან მცირეა“, – ამბობს ექსპერტი.
მისი შეფასებით, ყაზახეთში ზეთოვანი სელის ნაშთები შეადგენს მხოლოდ 30 ათას ტონას, რუსეთის ფედერაციაში – დაახლოებით 50 ათას ტონას და კანადაში – 180 ათას ტონამდე.
„ბაზრის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. ჯერჯერობით გაუგებარია, რატომ არის ყველა ასე მშვიდი და მოდუნებული – მაისში ვნახავთ, სიტუაციებს, როცა სელის აღარ იქნება“, – ხაზგასმით აღნიშნა ექსპერტმა.
ამ დროისთვის ეს უკვე აისახა ბაზარზე – ფასები იზრდება.
ზეთოვანი სელის მთავარი მომხმარებელი ჩინეთია. თუ მთელი გასული სეზონისთვის მან შეიტანა 1,023 მილიონი ტონა, მიმდინარე სეზონის მხოლოდ 4 თვეში (ივლისი-სექტემბერი) – დაახლოებით 320 ათასი ტონა, დააზუსტა ევგენი კარაბანოვმა ITC-ის მონაცემებზე დაყრდნობით. ჩინეთმა სელის უმეტესი ნაწილი რუსეთის ფედერაციიდან შეიძინა – 201 ათასი ტონა, ყაზახეთიდან – 94,5 ათასი ტონა, 25 ათასი ტონა – კანადიდან.
ამავდროულად, ექსპერტმა აღნიშნა, რომ ბაზარი რესტრუქტურიზებულია და ნაწილობრივ დაიწყო სამრეწველო სექტორში (ძირითადად საშრობი ზეთის წარმოებაში) სელის ზეთის სხვა სახის ზეთებით (რაფსი და სოიო) შეცვლა.
* ზეთოვანი სელი ერთწლოვანია, მისი თესლისაგან (35-52% ზეთს შეიცავს) ამზადებენ ლაქს, ოლიფას, საღებავს, და სხვა. იყენებენ აგრეთვე საჭმელად და მედიცინაში. ჩენჩო კონცენტრირებული საკვებია.
იხილეთ აგრეთვე: სელის ბიოწარმოება მცირე ფერმერულ მეურნეობებში